ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ნა­ი­ლი გა­მე­ზარ­დაშ­ვი­ლი: „მე ვარ სრულიად დაუცველი, უკანონობის და უსამართლობის მსხვერპლი პოლიციელი ჩვენს ბედკრულ სამშობლოში“(ვიდეო)

ნა­ი­ლი გა­მე­ზარ­დაშ­ვი­ლი: „მე ვარ სრულიად დაუცველი, უკანონობის და უსამართლობის მსხვერპლი პოლიციელი ჩვენს ბედკრულ სამშობლოში“(ვიდეო)

ნაილი გამეზარდაშვილი: მე ვარ სრულიად დაუცველი, უკანონობის და უსამართლობის მსხვერპლი პოლიციელი ჩვენს ბედკრულ სამშობლოში.

ქუ­თა­ის­ში, პო­ლი­ცი­ის მე-4 გან­ყო­ფი­ლე­ბის ინ­სპექ­ტორ-გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ნა­ი­ლი გა­მე­ზარ­დაშ­ვი­ლი პო­ლი­ცი­ა­ში არ­სე­ბულ გა­უ­საძ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე სა­უბ­რობს. მისი გან­ცხა­დე­ბით, იმე­რე­თის, რაჭა-ლე­ჩხუ­მი­სა და ქვე­მო სვა­ნე­თის სამ­ხა­რეო სამ­მარ­თვე­ლოს მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნე­ბენ. რო­გორც პო­ლი­ცი­ე­ლი აცხა­დებს, კო­ლე­გებს სამ­სა­ხუ­რი­დან მისი გაშ­ვე­ბა სურთ, რის გა­მოც ცდი­ლო­ბენ გა­მე­ზარ­დაშ­ვი­ლი წყო­ბი­დან გა­მო­იყ­ვა­ნონ.

“გა­უ­საძ­ლის პი­რო­ბებ­ში ვმუ­შა­ობ. მე­უბ­ნე­ბი­ან გიჟი ხარ, ავად­მყო­ფი ხარ, სუ­ლე­ლი ხარო და მე ამ ყვე­ლა­ფერს ვით­მენ სამ­სა­ხუ­რის გამო. ჩემი თა­ვი­დან მო­შო­რე­ბა სურთ, მაგ­რამ ვე­რა­ფე­რი ვერ მო­ი­ფიქ­რეს. თით­ქმის ორი ათე­უ­ლი წე­ლია პო­ლი­ცი­ა­ში ვმუ­შა­ობ, ჩემს საქ­მეს კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად ვემ­სა­ხუ­რე­ბი, ვერ გა­ვი­გე, რა უნ­დათ ჩემ­თან. გე­ნე­რა­ლურ ინ­სპექ­ცი­ას მივ­მარ­თე რამ­დენ­ჯერ­მე, თუმ­ცა მათ­გან არა­ვი­თა­რი რე­ა­გი­რე­ბა ყო­ფი­ლა,” – ამ­ბობს ინ­სპექ­ტორ-გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ნა­ი­ლი გა­მე­ზარ­დაშ­ვი­ლი.

საოლქო  პროკურორის შოთა ტყეშელაშვილის სახელზე არა ერთხელ შევიტანე წერილობითი განცხადება გასაუბრების მიზნით მიღებასთან დაკავშირებით, რათა პირადად მიმეღო პასუხი მისგან გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით. მაგრამ არასდროს არ მომიღო. 100- ჯერ მაინც შევიდა მასთან განცხადება სხვადასხვა უწყებებიდან გამოძიების დაწყების თხოვნის თაობაზე, მაგრამ უშედეგოდ. შემდგომ მივმართე მოკლე წერილობითი განცხადებით, რადგან ვრცელს და დასაბუთებულს არ კუთხულობს. ასეთი ტექსტით: ჩემს მიმართ განზრახ, მიზანმიმართულად განხორციელებულ პროვოკაციულ ქმედებებთან დაკავშირებით გთხოვთ გამონახოთ დროის საშუალება და გასაუბრების მიზნით და მიმიღოთ-თქო და დაუვალებია გამოძიების კუთხით მოადგილისთვის, რომელმაც ჩემი მონაყოლის შემდგომ ვერ თქვა, რომ ტყუილი გეწერა ამ განცხადებაში რამეო, მაგრამ მირჩია, რომ “პასტა და ფურცელი დაივიწყეო.”

დღეს შემატყობინა ქ თბილისის პროკურატურის პროკურორმა ირაკლი ბრეგვაძემ, რომელსაც გამოსაძიებლად აწერია ჩემი განცხადება, რაც დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურიდან გადაიგზავნა. რომ ქ. თბილისის პროკურატურაში დაიწყო გამოძიება საქ. შსს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სამხედრო-საექიმო კომისიის ფსიქოლოგისა და ფსიქიატრების წინააღმდეგ ჩემს ფსიკურად დაავადებულ პირად უსაფუძვლოდ და უკანონოდ გამოცხადების ფაქტზე. ეხლა კითხვები გვაქვს მათთვის გაგზავნილიო, პასუხებს, რომ მივიღებთ, შემდგომ დაგიბარებთ გამოკითხვაზეო. ვნახოთ რამდენად მართალია მისი ნათქვამი და დამიბარებენ თუ არა.

***

ახლა ჯერი დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაზეა. ამ ბატონებს ამდენ ხანსაც უნდა დაეწყოთ გამოძიება პოლიციის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების წინააღმდეგ, რადგან ქ. ქუთაისის ტერიტორიაზე ჩაიდინეს ჩემს წინააღმდეგ დანაშაული, ყალბი ბრალდებების შეთითხვნა აქედან დაიწყეს ჩემს მიმართ, მაგრამ განზრახ აჭიანურებენ, რატომ ზუსტად არ ვიცი, მიზეზად ადრე ამბობდნენ ზევიდან მთავარი პროკურატურიდან უნდა იყოს ნებართვაო, შემდგომ მითხრეს: _ “ჩვენ ვწყვეტთ მაგას როდის დავიწყებთო “...

***

მოგონებები წარსულიდან …
ამჟამად მხოლოდ იმისთვის ვიბრძვი, რომ ნეტავ შინაგან საქმეთა ორგანოებიდან ისევ უკანონოდ და უსაფუძვლოდ არ დამითხოვდნენ ბოროტი პოლიციელები და მე სხვა მიზანი არა მაქვს …

Naili Gamezardashvili-ს ფოტო.

დიდი მადლობა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და ქუთაისის საპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის ღირსეულ მოსამართლეებს, ბატონებს: ლევან მურუსიძეს, ნუგზარ სხირტლაძეს, პაატა სილაგაძეს, ვასილ როინიშვილს, გოჩა აბუსერიძეს, მურთაზ მეშველიანს, ქალბატონებს: ხათუნა ხომერიკს, ვერა დოლიძეს, მაია ვაჩაძეს, რომლებიც სასამართლო ინსტანციებში ჩემი სამუშაოზე აღდგენისა და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ ადმინისტრაციული საქმის განხილვაში მონაწილეობდნენ და მაპოვნინეს სამართალი ჩემს სამშობლოში საქართველოში. მე ვისარგებლე სამართლიანი სასამართლოს უფლებით, რაც გარანტირებული მაქვს საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე.

მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში, ივანე მერაბიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის მამუკა დათიაშვილის დაკვეთით მისმა ქვეშევმრდომმა პოლიციელებმა ჩემს წინააღმდეგ კადრების სამსახურის ტექნოლოგიებით შეთითხნილი ცრუ ბრალდებების საფუძველზე, იძულებით გამაგზავნეს პირველადი ფსიქიატრიული კვლევის მიზნით სათანადო ლიცენზიის არ მქონე დაწესებულებაში, სსიპ საქ. შსს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სამხედრო-საექიმო კომისიაზე. არაუფლებამოსილმა სამხედრო ფსიქიატრებმა, ყალბი დიაგნოზი დამისვეს და როგორც ფსიქიკური ავადმყოფი შს ორგანოებიდან უკანონოდ დამითხოვეს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა: ნუგზარ სხირტლაძემ, ვასილ რონიშვილმა და მაია ვაჩაძემ, ქ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების: ხათუნა ხომერიკის, გოჩა აბუსერიძისა და მურთაზ მეშველიანის 2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება უცვლელად დატოვეს. მოცემულ შემთხვევაში 2016 წლის 01 მარტის საქართველოს უზენაესი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინებით დადგენილია ადმინისტრაციული ორგანოების არამართლზომიერად მოქმედების ფაქტი. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ მოსარჩელის უკანონოდ სამსახურიდან განთავისუფლება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წარმოშობს მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველს. ვინაიდან ამ შემთხვევაში ილახება მხარის პიროვნული არაქონებრივი უფლებები. შესაბამისად ზიანი სახეზეა, ასევე დასტურდება მიზეზობრივი კავშირი არამართლზომიერ ქმედებასა და ზიანს შორის. რაც შეეხება მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას, საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ ამ შემთხვევაში მოსარჩელის სულიერი ტრამვისა და გადატანილი განცდების, ასევე მისი საქმიანი რეპუტაციის შელახვის ფაქტის გათვალისწინებით 3000 (სამი ათასი) ლარი გონივრული ოდენობაა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი. შესაბამისად ზიანი სახეზეა, ასევე დასტურდება მიზეზობრივი კავშირი არამართლზომიერ ქმედებასა და ზიანს შორის. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული, კანონიერია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება… 
ჩემი სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ 2011წლის 29 სექტემბერს შედგენილი ყალბი პატაკების საუძველზე იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ყოფილმა უფროსმა მამუკა დათიაშვილმა უსაფუძვლოდ, პირადი ინტერესის გამო მიმართა სსიპ საქ. შსს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ცენტრალურ სამხედრო-საექიმო კომისიის თავჯდომარეს მალხაზ ურთქმელიძეს ჩემი მოსარჩელის სამედიცინო კომისიაზე გატარების თაობაზე, შემდგომში სამხედრო სამსახურში ვარგისიანობის დადგენის მიზნით. 2011 წლის 18 ნოემბერს ამ კომისიის თავჯდომარემ მალხაზ ურთქმელიძემ გასცა ყალბი ცნობა, რის საფუძველზეც სამხარეო პოლიციის ყოფილმა უფროსმა მამუკა დათიაშვილმა 2011 წლის 05 დეკემბერს გამოსცა უკანონო ბრძანება, რითაც გამანთავისუფლა სამსახურიდან. მოპასუხეთა უკანონო ქმედებით უხეშად შეილახა ჩემი მოსარჩელის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია.
მოპასუხეებმა: იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოსა და სსიპ საქ. შსს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სამხედრო-საექიმო კომისიის წარმომადგენლებმა პირველი ინსტაციის სასამართლოში სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ თითქოსდა ნ. გამეზარდაშვილს შს სამინისტროდან დათხოვნის პერიოდში ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევდა მასზე დაკისრებული სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობას, რის გამოც მასთან სამსახურეობრივი ურთიერთობა შეწყდა, ხოლო მისი სახელის, პატივის, ღირსებისა და რეპუტაციის შელახვა არ მომხდარა. დასკვნას არ გამოუწვევიაო კოლეგებისა და თანამშრომლების მხრიდან ნაილი გამეზარდაშვილის მიმართ დამოკიდებულების ან შეფასების შეცვლა, ისინი საერთოდ არ გაცნობიან აღნიშნულ დოკუმენტს. დათხოვნასთან დაკავშირებული პროცედურები განხორციელდა კანონით დადგენილი წესით და საჯაროდ რაიმე ცნობა არ გავრცელებულა.???
ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გენადი მაკარიძის 2015 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით ნაილი გამეზარდაშვილის სარჩელი მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მხოლოდ ერთ მოპასუხეს სსიპ საქ. შსს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს ნაილი გამეზარდაშვილის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის 1000 (ათასი) ლარის ანაზღაურება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა. ქ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ სამეთა პალატის 2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით სსიპ საქ. შსს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ჩემი ნ. გამეზარდაშვილის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელთან დაკავშირებით მიღებული ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 მარტის გადაწყვეტილების მე-2 და მე-4 პუნქტები გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნ. გამეზარდაშვილის სარჩელი მორალური ზიანის ნაწილში დაკმაყოფილდა. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოსა და სსიპ საქ. შსს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სამხედრო-საექიმო კომისიას ჩემს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 3000 (სამი ათასი) ლარის გადახდა.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 28 ნოემბრის N0055379313 სტაციონალური სასამართლო ფსიქიატრიულ-ფიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ ნ. გამეზარდაშვილი ფსიქიკურად დაავადებული არ არის. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იგი ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას არ საჭიროებს, ამდენად მისი ფსიქიკური მდგომარეობა ვერ განიხილება ოპერატიული თანამდებობის დაკავებისა თუ ცეცხლსასროლი იარაღის ტარების შემაფერხებელ გარემოებად. საქმეში არსებული სსიპ საქ. შსს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სამხედრო-საექიმო კომისიის შემოწმების მასალებსა და კომისიის წევრთა მიერ მიცემულ ჩვენებებში მითითებული გარემოებები არ იძლეოდა კომისიის მიერ გაცემულ N 3534 ცნობაში ასახული დიაგნოზის ერთმნიშვნელოვნად დასმის საფუძველს, რადგან ნ. გამეზარდაშვილის ფსიქიკური მდგომარეობის შესაფასებლად საჭირო იყო სტაციონალური ფსიქიატრიული გამოკვლევა.
ქ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 06 თებერვლის გადააწყვეტილებით ჩემი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. რის საფუძველზეც გაუქმდა, შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის მამუკა დათიაშვილის 2011 წლის 05 დეკემბრის უკანონო N1515181 ბრძანება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ნაილი გამეზარდაშვილის შს ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ. 2014 წლის 16 აპრილს ამავე სამმართველოს ყოფილმა უფროსმა ზაზა ჩუბინიძემ გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად ბათილად გამოცხადდა ზემოაღნიშნული ბრანება აღდგენილი ვიქენი შსს-ში ჩემს ყოფილ თანამდებობაზე. (ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად) და იძულებითი განაცდურის სახით ამინაზღაურდა 03 (სამი) თვის თანმდებობრივი სარგო საშემოსავლო დაქვითვის გათვალისწინებით. 
ქ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების აზრით, მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წარმოშობს მორალურ ზიანს, მით უფრო სახეზეა მიზეზობრივი კავშირს სახელმწიფო ორგანოების უკანონო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ ნ. გამეზარდაშვილის სასარგებლოდ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად განსაზღვრული თანხა შეუსაბამოდ დაბალი იყო. სასამართლოს განმარტებით, საგულისხმოა, რომ მოსარჩელეს ორ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მოუხდა სხვა და სხვა სამედიცინო დაწესებულებებში ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა. მათ შორის სტაციონალური, იმ მიზნით, რომ დაედასტურებინა მისი სამსახურიდან განთავისუფლების უსაფუძვლობა, რაც არ არის ჩვეულებრივი, რიგითი მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში, არამედ დაკავშირებულია გარკვეულ ნეგატიურ განცდებთან და სტრესთან. მოსარჩელე არ იყო ვალდებული ეთმინა ასეთი დისკომფორტი, რაც გამოიხატებოდა რიგი უფლებების შეზღუდვაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა მერაბ ჩიხლაძემ და სსიპ საქ. შსს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სამხედრო-საექიმო კომისიის თავჯდომარემ მალხაზ ურთქმელიძემ საკასაციო წესით გაასაჩივრეს. ორთავე მხარე ამტკიცებდა, რომ მათი ქმედება მართლზომიერი იყო. „სსიპ საქ. შსს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სამხედრო-საექიმო კომისიის 2011 წლის 18 ნოემბრის დასკვნა სრულიად კანონიერია და მისი კვალიფიციურობა არასდროს გამხდარა საეჭვო.“ ???
საქართველოს შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლის ქეთევან მაღლაფერიძის მტკიცებით, ადმინისტრაციული ორგანო კანონის ფარგლებში მოქმედებდა და არ არსებობს მისი ბრალეული ქმედება, რაც ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას გამორიცხავს. რომ თითქოს ნ. გამეზარდაშვილს შსს სამინისტროდან დათხოვნის პერიოდში ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევდა მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობას, რის გამოც მასთან სამსახურებრივი ურთიერთობა შეწყდა, მაგრამ ნაილი გამეზარდაშვილის სახელის, პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვა არ მომხდარა. დათხოვნასთან დაკავშირებული პროცედურები განხორციელდა კანონით დადგენილი წესით. ცნობა მოთავსდა მოსარჩელის პირად საქმეში, რომელიც დაცულია საიდუმლო გრიფით. ???
ნაილი გამეზარდაშვილმა შეგებებული საკასაციო საჩივარი წარმოადგინა, რომლითაც ითხოვა საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება. კასატორის აზრით საპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად სწორად შეაფასა, მაგრამ არ გაითვალისწინა მოსარჩელის მიერ გადატანილი განცდების სიმძიმე.
საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთებულობა და ხაზი გაუსვა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას: ქ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილებით, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, დადგინდა, რომ ნ. გამეზარდაშვილის სამსახურიდან განთავისუფლება უკანონო იყო. ამავე გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ სსიპ შსს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ცენტრალური სამხედრო-საექიმო კომისიის შემოწმების აქტი და ამავე კომისიის N3435 ცნობა არ პასუხობდა ფსიქიატრიული გამოკვლევის ჩატარებისათვის დადგენილ სტანდარტებს, კომისიის წევრთა ჩვენებებში მითითებული გარემოებები არ იძლეოდა ცნობაში ასახული დიაგნოზის ერთმნიშვნელოვნად დასმის საფუძველს, რადგანაც ნ. გამეზარდაშვილის ფსიქიკური მდგომარეობის შესაფასებლად საჭირო იყო სტაციონალური ფსიქიატრიული გამოკვლევა. შესაბამისად მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ. გამეზარდაშვილი სამსახურიდან არასწორად დასმული დიაგნოზის საფუძველზე განთავისუფლდა. ამავე გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. გამეზარდაშვილი ფსიქიკურად დაავადებული არ იყო და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო პოლიციის ორგანოებში საქმიანობის გასაგრძელებლად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები განსაკუთრებული ნდობით სარგებლობს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2013 წლის 05 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, რომელშიც სასამართლომ აღნიშნა, რომ „სასამართლო, როგორც კონფლიქტის მოგვარების ინსტიტუტი, უტყუარობისა და სანდოობის პრინციპით სარგებლობს, სასამართლო პროცესზე განხილული საკითხი კი საბოლოოდ გადაწყვეტილად და დადგენილად ითვლება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით.“
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის სახსრებიდან.
საქართველოს 1005-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მ-ის მე-6 ნაწილის შესაბამისად. პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვა ხორციელდება მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა, ხოლო თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურებაც. ამასთან მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანისაგან დამოუკიდებლად. 
ამავე კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. 
აღნიშნული ნორმის იმპერატიული დანაწესია, რომ მორალური ზიანი შეიძლება ანაზღაურდეს მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.
ზოგადი წესების შესაბამისად, მორალური ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება, მხოლოდ პირადი არაქონებრივი უფლებების (სახელის უფლება, საავტორო უფლებები და ა. შ.) ან არამატერიალური სიკეთის (სიცოცხლე, ჯანმრთელობა, საქმიანი რეპუტაცია, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და ა. შ…) ხელყოფის შემთხვევაში. მორალური ზიანი არის იმ სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, რომელსაც ქონებრივი შესატყვისი არ გააჩნია და განცალკავებულია პირის ეკონომიკური მხარისაგან. იგი მატერიალური ზიანის საპირისპიროა და არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ ზარალთან, შემოსავლების შემცირებასთან ან გამდიდრების არ არსებობასთან. მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის აუცილებელია არსებობდეს დელიქტური ვალდებულებისათვის დამახასიათებელი სქემა: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი ზიანსა და ქმედებას შორის. ზიანის მიმყენებლის ბრალი, (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი.) გარდა იმ შემთხვევისა, როცა სახეზეა ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის შემთხვევა.
მივმართავ თხოვნით საქართველოს მთავარ პროკურორს ბატონ ირაკლი შოთაძეს. გთხოვთ დაავალოთ შესაბამის ორგანოებს შეისწავლონ და განიხილონ ჩემს საჩივარში აღნიშნული ჩემი კონსტიტუციით აღიარებული უფლებების და თავისუფლებების დარღვევის ფაქტები, მოახდინონ სათანადო სამართლებრივი რეაგირება თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, რათა დაწყებულ იქნას სისხლის სამართლებრივი დევნა კონკრეტულ პირთა მიმართ მათ მიერ შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე. ჩატარებულ იქნას ობიექტური და სრულყოფილი გამოძიება. დარწმუნებული ვარ ობიექტური გამოძიების პირობებში და სამართლიანი სასამართლოს შემთხვევაში მოხერხდება სრული სამართლიანობის აღდგენა ჩემს მიმართ

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ვივუსი“-ფინანსთა სამინისტრო უარს ამბობს ვადაგასული სესხების პატიება-გამოსყიდვაზე

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ‘VIVUS.GE” მთავრობის მიერ მოქალაქეთათვის სასესხო ვალდებულებების ჩამოწერასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „დაახლოებით ორი კვირის ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com