ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / მხოლოდ მარტის თვეში „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა, 2915 კუსტარულად დამონტაჟებული და აკრძალული, ღიაკამერიანი გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს

მხოლოდ მარტის თვეში „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა, 2915 კუსტარულად დამონტაჟებული და აკრძალული, ღიაკამერიანი გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს

მხოლოდ მარტის თვეში „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა, დედაქალაქის მასშტაბით, საცხოვრებელ ბინებში 2915 კუსტარულად დამონტაჟებული და აკრძალული, ღიაკამერიანი გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ავრცელებს.

იანვრის თვეში კომპანიის წარმომადგენლებმა 2381 დანადგარი ჩაჭრეს, რომელიც საფრთხეს უქმნიდა მოქალაქეთა უსაფრთხოებასა და სიცოცხლეს. თებერვალში კი ასეთი 2549 შემთხვევა დაფიქსირდა.

რაც შეეხება მარტის თვეს, კომპანიის ინფორმაციით, ბინის მეპატრონეთა დიდი ნაწილი, სადაც გაზის დანადგარები ქსელიდან ჩაიხსნა, ერთხელ უკვე იყვნენ გაფრთხილებული და ინფორმირებული მოსალოდნელ საფრთხეებზე, თუმცა განმეორებითი შემოწმების დროს სპეციალისტებს ბინებში კვლავ დახვდათ გაზის ქსელზე თვითნებურად მიერთებული საშიში ღიაკამერიანი გაზგამათბობლები და წყალგამაცხელებლები.

ინფორმაციის თანახმად, მარტის თვეში ყველაზე მეტი კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარი სამგორის რაიონში დაფიქსირდა – 585, რომელსაც ჩუღურეთის რაიონი – 430 და სანზონის რაიონი 332 მოსდევს. რაც შეეხება დანარჩენ რაიონებს: ნაძალადევი – 284, გლდანი – 231, მთაწმინდა – 194, კრწანისი – 165, ვაზისუბანი – 145, ვაკე – 96, დიდუბე – 58, ნუცუბიძე – 49, წყნეთი – 34,დიღომი – 25.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ავრცელებს ვიდეოს

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„გამოკვლეული 1578 ბავშვიდან ტყვიის შემცველობა 650 ბავშვს აქვს მომატებული“-ამირან გამყრელიძე

 დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ბავშვებში ტყვიის შემხველობა მომატებულია:,„სახელმწიფო დააფინანსებს მათ შორის ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com