ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „მხედველობის გასაუმჯობესებლად ლინზა საუკეთესო საშუალებაა“- ექიმი-ოფთომოლოგი რუსუდან კეკელია

„მხედველობის გასაუმჯობესებლად ლინზა საუკეთესო საშუალებაა“- ექიმი-ოფთომოლოგი რუსუდან კეკელია

კონტაქტური კორექციის ლაბორატორია და თვალის სადიაგნოსტიკო ცენტრი“eye Med” Tel:214-40-20

ინტერვიუ   ექიმ-ოფთომოლოგ რუსუდან კეკელიასთან

კონტაქტური კორექციის ლაბორატორია და თვალის სადიაგნოსტიკო ცენტრი, სადაც პროფესიონალები მოგემსახურებიან
კონტაქტური კორექციის ლაბორატორიაში, სადაც პროფესიონალები სვამენ ზუსტ დიაგნოზს, შესაძლებელია რბილი და მყარი გაზგამტარი კონტაქტური ლინზების მორგება.

ახლომხედველობა, შორსმხედველობა, ასტიგმატიზმი, კერატოკონუსი. აღნიშნული დაავადებების ქონის შემთხვევაში, ამ ლაბორატორიაში ლინზების მორგების შემდეგ ადამიანებს შესაძლებლობა ექმნებათ აქტიური ცხოვრებით იცხოვრონ და აკეთონ ის, რაც მოესურვებათ.
`ჯეომედიაპრესი~ კონტაქტური კორექციის ლაბორატორიისა და თვალის დიაგნოსტიკური ცენტრის ექიმს, ქალბატონ რუსუდან კეკელიას ესაუბრა.
_ ქალბატონო რუსუდან, რას იტყვით თქვენი ლაბორატორიის შესახებ?
_ კონტაქტური კორექციის ლაბორატორია არსებობს 1968 წლიდან და მზა, შემოტანილი კონტაქტური ლინზებით კორექციის გარდა, მხოლოდ აქ ხდება ინდივიდუალური გაზგამტარი მყარი კონტაქტური ლინზების შერჩევა- დამზადება ამერიკულ-იაპონური მასალით და დისპანსერული დაკვირვება.
_ ლაბორატორია როგორ მუშაობს?
_ ლაბორატორიის მუშაობის მიმართულებაა, ამბულატორული კონსულტაცია და კორექცია სათვალით. რბილი და მყარი კონტაქტური ლინზებით ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა ახლომხედველობა, შორს მხედველობა, ყველა ტიპის ასტიგმატიზმი, კერატოკონისის ყველა სტადია, ანიზომეტროპია ნებისმიერი ძალის კონტაქტური ლინზების შეღებვა ფერადი გარსის მოგლეჯვის, არარსებობის, რქოვანა გარსის დეფექტების დროს.
_ თქვენთან რა კატეგორიის პაციენებიც მოდიან, მათთვის ოპერაცია შედეგიანი არ არის?
_ იმ კატეგორიის პაციენტებს, რომლებიც ჩვენთან მოდიან, ოპერაციები შეზღუდული აქვთ.
_ რატომ, შედეგს ვერ ღებულობენ?
_ შედეგები აქვთ, მაგრამ მნიშვნელობა აქვს იმას, კონკრეტულ პაციენტს რა ხარისხის დაავადება აქვს, როგორია მისი ასაკობრივი ზღვარი, მნიშვნელოვანია განსაზღვრული ასაკი და დაავადების ხარისხი.
_ ანუ ყველა შემთხვევაში ოპერაცია არ უნდა გაკეთდეს?
_ ყველა შემთხვევაში ოპერაცია არ უნდა გაკეთდეს. განსაზღვრულია, ოპერაცია როდის უნდა გაკეთდეს.
_ თქვენთან ყველა შემთხვევაში კარგი შედეგი აქვთ?
_ ჩვენთან, ერთადერთი, შეიძლება, მყარ ლინზას ვერ შეეგუოს ადამიანი. ეუბნებიან, კერატოკონუსის დროს შეიძლება რქოვანას გარსი გასკდესო. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი დიდი დიდი ხნის მუშაობის პერიოდში, არც ერთი თვალი არ მინახავს გამსკდარი.
_ რატომ შეიძლება რქოვანა გასკდეს?
_ კერატოკონუსის დროს რქოვანას გარსი თხელდება.
_ კერატოკონუსის დროს მყარი ლინზები ხომ აჩერებს დაავადების განვითარებას?
_ კერატოკონუსის დროს მყარი ლინზა, გარკვეულწილად, რქოვანის წინ წამოწევას აბრკოლებს. შეიძლება ითქვას, რომ მის წინ გამოსვლას ხელს უშლის. დაბეჯითებით ვერ გეტყვით, რომ ლინზა დაავადების პროცესს აჩერებს, მაგრამ არის ფაქტები, როცა მყარი ლინზის გამოყენების შემთხვევაში წლების განმავლობაში თვალის ფორმა არ იცვლება.
ჩვენი დაკვირვებით, პაციენტის დაავადებაც იმ სტადიაში რჩება, რაც ჰქონდა ლაბორატორიაში მისვლის დროს.
მხედველობის გასაუმჯობესებლად ლინზა საუკეთესო საშუალებაა. მით უმეტეს, რომ გარეგნულად, ვიზუალური თვალსაზრისით, არავითარ უხერხულობას არ გიქმნით, რადგან თვალზე მოთავსებული ლინზა არ ჩანს და მიჩვევის შემდეგ, ადამიანი ვერ გრძნობს თვალზე მის არსებობას და აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს.

ლელა გვანცელი

 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ლუკა კურტანიძემ ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, თავისუფალ ჭიდაობაში, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ლუკა კურტანიძემ ვეტერანთა მსოფლიოს ჩემპიონატი ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com