ახალი ამბები
Home / Uncategorized / მხარი დაუჭირეს გენპროკურორ შალვა თადუმაძეს და მის მოადგილეს მამუკა ვასაძეს-უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი უყარეს

მხარი დაუჭირეს გენპროკურორ შალვა თადუმაძეს და მის მოადგილეს მამუკა ვასაძეს-უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი უყარეს

ღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შემდეგ კანდიდატებს დაუჭირა: მერაბ გაბინაშვილი – 7 ხმა, მირანდა ერემაძე – 6 ხმა, მამუკა ვასაძე – 7 ხმა, მაია ვაჩაძე – 7 ხმა, თამარ ზამბახიძე – 8 ხმა, შალვა თადუმაძე – 8 ხმა, ვლადიმერ კაკაბაძე – 6 ხმა, ლევან მიქაბერიძე – 6 ხმა, გიორგი მიქაუტაძე – 8 ხმა, ნუგზარ სხირტლაძე – 6 ხმა, ლალი ფაფიაშვილი – 7 ხმა, ნინო ქადაგიძე – 7 ხმა, ქეთევან ცინცაძე – 6 ხმა, ალექსანდრე წულაძე – 6 ხმა.

ამის შემდეგ, კანდიდატებს კენჭი პლენარულ სხდომაზე უნდა უყარონ. კომიტეტის ამ გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი და ოპოზიციინერი დეპუტატები აპროტესტებენ. მათი მოთხოვნა იყო, რომ მხარი არც ერთი კანდიდატისთვის არ დაეჭირათ, რადგან მათივე შეფასებით, მხარდაჭერილი მოსამართლეები პოლიტიკური დავალებების შემსრულებლები და უკანონო გადაწყვეტილებების მიმღებნი არიან. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი უყარა. დეპუტატებმა წარმოდგენილი 20 კანდიდატიდან მხარი 14 მათგანს დაუჭირეს, მათ შორის არიან გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე და მისი მოადგილე მამუკა ვასაძე.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ოხრად დარჩენილა ყველა პარლამენტი და ყველა პარლამენტარი! -უპასუხისმგებლო მთავრობანი კი აქამდეც აქცევდნენ ქვეყანას და ბოლოს სულაც გააქრობენ“

„ჯერ ერთი ოხრად დარჩენილა ყველა პარლამენტი და ყველა პარლამენტარი! თუ პოლიტიკოსი ხარ, წარმოადგინეთ თქვნი პროგრამა, ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com