ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / `მშობლებო, გაფრთხილებთ – „გრენი“, „ფრედი“ და „სლენდერმენი“ საშიში თამაშია. სანამ ბავშვი თამაშის ბოლო ეტაპამდე გავა, შესაძლოა, ფსიქიკურად სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდეს…”

`მშობლებო, გაფრთხილებთ – „გრენი“, „ფრედი“ და „სლენდერმენი“ საშიში თამაშია. სანამ ბავშვი თამაშის ბოლო ეტაპამდე გავა, შესაძლოა, ფსიქიკურად სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდეს…”

ნინო ინასარიძე ფბ-ზე წერს:

„წყნარი შვილი მყავს, არადა, ბოლო დროს ძილში ტიროდა. რომ ვეკითხებოდი მიზეზს, ვერ მპასუხობდა, ოთახში მარტო არ დამტოვოო, მთხოვდა. ერთ დღეს დამრიგებელმა მშობლები დაგვიბარა, თქვენი შვილები ძალიან აგრესიულები არიან და ხშირად ახსენებენ „გრენისო“. ამის შემდეგ გადმოვიწერე ეს თამაში და ცუდად გავხდი… მშობლებო, გაფრთხილებთ – „გრენი“, „ფრედი“ და „სლენდერმენი“ საშიში თამაშია. სანამ ბავშვი თამაშის ბოლო ეტაპამდე გავა, შესაძლოა, ფსიქიკურად სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდეს…”

თამაშს „ბებია“ ანუ ინგლისურად „Granny“ ჰქვია და აპლიკაციის ჩამოტვირთვა ყველასთვის ხელმისაწვდომია. მშობლებს სწორედ მისი სახელი აბნევს, წარმოუდგენლად მიაჩნიათ, რომ თამაში, სახელწოდებით „ბებია“, შეიძლება ფსიქოლოგიურად ატერორებდეს მათ შვილებს. 
არადა, ეს თამაში ასეთია:

ზომბის ტანსაცმელში გადაცმული ბებია სახლში გატყვევებთ. თამაშის მთელი არსი სახლიდან თავის დაღწევაში მდგომარეობს.
თუ გიპოვათ, გკლავთ!
ეკრანზე სისხლის შხეფები, გრენის ნაბიჯების ხმა, შიში, დამთრგუნველი მუსიკა – ეს თამაში შემზარავია.
ბავშვს აზომბირებს და ფსიქიკას უნგრევს

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„კორონავირუსით მძიმე მდგომარეობაში მყოფი 47 წლის ქალი გამოჯანმრთელდა და მალე სახლში გაეწერება“

„კლინიკაში ამ ეტაპზე 83 პაციენტი წევს, აქედან 19 კორონავირუსით ინფიცირებულია, დანარჩენი სატესტო რეჟიმში იმყოფება. მთელი ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com