ახალი ამბები
Home / Uncategorized / “მშვიდობით,ჩვენო გენიალურო მასწავლებელო!”

“მშვიდობით,ჩვენო გენიალურო მასწავლებელო!”

—სალექციო განრიგი გვაუწყებს,რომ დაგვემატა ახალი საგანი – სტილისტიკა,ლექტორი-დოცენტი თამაზ კვაჭანტირაძე.მეოთხე კურსზე ვართ,სტილი რა არის ვიცით,მაგრამ საგანსა და ლექტორზე ნურას
უკაცრავად – წარმოდგენა არა გვაქვს,,,
—უზარმაზარ.ამფითეატრივით აუდიტორიაში ვართ -75 კაცი,მთელი კურსი,იღება კარები და შემოდის უაღრესად საინტერესო გარეგნობის,ოდნავ ჩახრენწილხმიანი ახალგაზრდა კაცი და,,,დაიწყო,
—კვირის ის დღე ყველას უპირობოდ გვიყვარდა,ამდენი საინტერესო თემა,საინტერესო განხილვა,საინტერესო თავისუფალი თხზულებები – ახლა ესეს რომ ვუწოდებთ და დაუსრულებელი მოგზაურობა სასიტყვეთში,,,
—მომავალ ფილოლოგს ქართული სიტყვა მანამდეც უსაზღვროდ მიყვარდა,ახლა ხომ…
—ერთ დღეს 30 იაპონური სიტყვა ჩაგვაწერინა არასწორი ქართული თარგმანით,80%-მა ზუსტად განმარტა,არ ვიცით როგორ,მაგრამ ბ-ნი თამაზის გაბრწყინებული სახე ყველაფერს ამბობდა,,,
—ძალზე საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა “მხიარული ნეკროლოგების” საათი.მე ჩემს ძაღლზე – ადამიანების რისხვასა და კბენა-ღრენის დიდოსტატზე – ტიბაზე დავწერე და საგანგებოდ აღნიშნა,მოეწონა და ბევრი იცინა იმაზე,რომ პირველ აღდგომას საბრალო ნაგაზს როგორ გადავაგორე კვერცხი სამარხზე და დავიტირე,,,
—მახსოვს არაჩვეულებრივი საკურსო გამოცდა – მისეული შეუმჩნეველი შეგონებებით სავსე,,,
—მერე.უკვე თავადაც ფილოლოგი,ვუსმენდი მის სატელევიზიო გამოსვლა-საუბრებს და მაღლდებოდა ქართული სული,,,მახსოვს დედაჩემის ნათქვამი -დედა,რა კაცია ეს შენი ლექტორი,ისე ვუსმენდი ძროხაც კი მოუწველავი დამრჩა და ხბომ იხეირაო,,,
—მახსოვს,ჩვენს დირექტორთან ბ-ნ გია შალამბერიძესთან მეგობრობდა და ხშირად დადიოდა სასახლეში,ერთხელ,როცა მივესალმე.დამასწრო და მომიბოდიშა – სახელი და გვარი არ მახსოვს,ისე კი გიცანით,ჩემი სტუდენტი იყავითო…
—ჩვენ ათასები,ათიათასები ვართ დიდო ბ-ნო თამაზ,მადლიერი -თქვენი და თქვენი კოლეგების,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების დაფრთიანებულ-დაზრდილი,,,
—თქვენ ჩვენგან ასე უბრალოდ ვერ წახვალთ,თქვენ ჩვენი და უამრავი თაობის უნივერსიტეტი ბრძანდებით!!!
—ჩვენ რომ შეგვძლებოდა,თქვენ მარადიულ სიცოცხლეს გიბოძებდით,ამაზე უკეთესს ერსა და ქვეყანას ვერაფერს გავუკეთებდით.
—მშვიდობით,ჩვენო გენიალურო მასწავლებელო!!!”-თბილისური ამაკორდი

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

სუსიდან გამოჟონილი, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ფაილებში- სასულიერო პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება- ჩანაწერში ბორჯომისა და ბაკურიანის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე სერაფიმე ამბობს, რომ მან „ბავშვს აკოცა“

“[02.06.20, 18:16:09] კუმურდოსა და ახალქალაქის მიტროპილიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილს მიტროპოლიტმა სერაფიმე ჯოჯუამ აცნობა, რომ პეტრე ცაავამ ტელეკომპანია “მთავარი არხის” ჟურნალისტ ეკა კვესიტაძესთან საუბარში გაიხსენა ...