ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / მღვდელი ცოლის ცემას და მუქარას არ აღიარებს

მღვდელი ცოლის ცემას და მუქარას არ აღიარებს

სასულიერო პირი, ლაშა ჩიქოვანი, რომელსაც ყოფილი მეუღლე ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარაში ადანაშაულებს, აცხადებს, რომ თავს დამნაშავედ არ სცნობს. აღნიშნულის შესახებ მან დღეს სასამართლო პროცესზე განაცხადა.რალდების მხარის განმარტებით, 2019 წლის 15 ნოემბერს, ლაშა ჩიქოვანი ნინო ჩიქოვანს სატელეფონო საუბრისას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, კერძოდ კი, განუცხადა, რომ მას და მის შვილს ერთმანეთს დააკლავდა. ამასთან, პროკურორის განმარტებით, 2020 წლის 3 იანვარს, სატელეფონო მიმოწერისას, ლაშა ჩიქოვანი ყოფილ მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, კერძოდ კი, ყოფილ მეუღლეს მისწერა, რომ მას ბეისბოლის ჯოხით გაუტეხავდა თავს. პროკურატურა სასულიერო პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს 3000-ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

მოგეხსენებათ, რომ მოქალაქე ნინა ჩიქოვანი ყოფილ მეუღლეს ძალადობაში ადანაშაულებს. მან ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა. ნინა ჩიქოვანი ამბობს, რომ ძალადობის მსხვერპლია და მოძალადის დაკავებას ითხოვს.

ირკვევა, რომ მისი ყოფილი მეუღლე მოქმედი მღვდელმსახურია. მამა გიორგი (ერისკაცობაში ლაშა ჩიქოვანი) სვანეთის უბანში წმ. არჩილისა და ლუარსაბის სახელობის ტაძარში მსახურობს. ყოფილი მეუღლის ბრალდებებზე კომენტარის გასაკეთებლად „პრაიმტაიმი“ სასულიერო პირს პირადად დაუკავშირდა. თავად განმარტების გაკეთება არ ისურვა, თუმცა „პრაიმტაიმი“ ესაუბრა ლაშა ჩიქოვანის მამას, რომელიც ასევე სასულიერო პირია და მამა დავითის ტაძარში მოღვაწეობს.

მამა ნიკოლოზი, ნინა ჩიქოვანის ყოფილი მამამთილი აცხადებს, რომ თავად აპირებს უჩივლოს ყოფილ რძალს, რომელიც შვილიშვილებზე ძალადობს და სტრესის ქვეშ ამყოფებს:

„ჩემს შვილს და ამ ქალბატონს 5 შვილი ჰყავთ. მე ვაპირებ თავად მივმართო შესაბამის ორგანოებს და ბავშვთა დაცვის ორგანიზაციებს, რადგან ასეთ სტრესში ამყოფებს შვილებს, ფსიქოლოგიურ სტრესს თავი რომ გავანებოთ, ფიზიკურად სცემს, მათ შორის ქამრით. ერთი სიტყვა არ არის მართალი, რასაც ლაპარაკობს. ვერ მიაღწია, რასაც უნდა და ახლა ასეთ სისულელეებს იძახის. ბავშვები გგონიათ მაგის გაზრდილია?! ხან ავადმყოფობას იგონებდა – ვითომ კიბო მაქვსო, რაც ტყუილი აღმოჩნდა, ხან ვითომ სავაჭროდ წავიდოდა ხოლმე თურქეთში, დაიკარგებოდა ხოლმე, ვინ პატრონობდა ბავშვებს?! რუსთავში ცხოვრობდნენ და ჩემს გვერდით მეზობლად დავასახლე თბილისში, საერთო კედელი გვყოფს. ვიფიქრე, ბავშვები ახლოს მეყოლება და უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევ თქო. და ეს გავაკეთე მაშინ, როცა ჩემს შვილთან, მამა გიორგისთან უკვე გაცილებული იყო. 5 წელია ერთად აღარ ცხოვრობენ. ახლა 100 000 დოლარს ითხოვს, თუ არ მომცემთ მამაოს დავაჭერინებო. მის ტყუილებზე შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს მამაოს, რომელიც იმ მომენტში იაშვილის კლინიკაში ლეიკემიანიბავშვებისთვის პარაკლისს იხდიდა. ის კი არა, მომვლელ გოგოს ეუბნებოდა, თქვი თითქოს მამაო მცემდაო. გაგიჟებული იყო ის გოგო, ასეთ ტყუილს, როგორ ვიტყოდიო. ერთი მოწმეც კი არ არსებობს, ვინც იტყვის, რომ მამაოს მას ხელით შეხებია. ისეთი სასწაული სიტყვებით იგინება, მე ასეთი არაფერი მსმენია. ამ სპექტაკლებს დგამს მხოლოდ ფულის გამო“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას მამა ნიკოლოზი.

ცნობისთვის: ლაშა ჩიქოვანს (მამა გიორგი) შსს-მ შემაკავებელი ორდერი ყოფილი მეუღლის, ნინა ჩიქოვანის მიმართვის საფუძველზე 3 იანვარს, სავარაუდო ფსიქოლოგიური ძალადობის გამო გამოუწერა.

„პრაიმ ტაიმის“ მიხედვით

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

მანანა არჩვაძე ცოტნე გამსახურდიას მეუღლეს ქმრის ნახვის უფლებას არ აძლევს

მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დი­ამ, ჩვენ­თვის მე­ტად ბუნ­დო­ვა­ნი მო­ტი­ვა­ცი­ით, მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ცოტ­ნეს სრუ­ლი იზო­ლა­ცი­ის შე­სა­ხებ, რო­გორც მისი მე­უღ­ლის, ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com