ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ უკრაინის მღვდელთმთავრები თვითმარქვია, თვითგამოცხადებული სასულიერო პირები არიან? ესაა ჩვენი მთავრობაც და ზოგიერთი, პირდაპირ რომ ვთქვათ, რუსეთის მიერ მართული სამღვდელოება“-რომან გოცირიძე

„ უკრაინის მღვდელთმთავრები თვითმარქვია, თვითგამოცხადებული სასულიერო პირები არიან? ესაა ჩვენი მთავრობაც და ზოგიერთი, პირდაპირ რომ ვთქვათ, რუსეთის მიერ მართული სამღვდელოება“-რომან გოცირიძე

 რომან გოცირიძე უკრაინის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ სოციალურ  ქსელში კომენტარს აკეთებს:

„ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ მიულოცა უკრაინას ავტოკეფალიის მინიჭება. რას აკეთებს ამ დროს საქართველოს ხელისუფლება? დუმს! მაჩანჩალააო ამასაც ვერ იტყვი. ჯანდაბას, იყოს და სულ ბოლოს მაინც გადადგას ეს ნაბიჯი. არა, მაინც არ იღებენ ხმას. მაჩანჩალობაც რომ სანატრელი გაგვიხდა?! რა პოზიცია უკავია საქართველოს ხელისუფლებას? ერთადერთი კომენტარი, რომელიც ოცნების დეპუტატმა გააკეთა, არის შემდეგი:” როგორც ვიცით, ჩვენი ქვეყანა არის სეკულარული, ეკლესია და სახელმწიფო არ ერევიან ერთმანეთის საქმეებში. შესაბამისად, გადაწყვეტილება და პოზიციის გამოხატვა პირველ რიგში არის საქართველოს ეკლესიის პრეროგატივა, რომელსაც აუცილებლად, ჩემი აზრით, ეკლესია გააკეთებს შესაბამისი კანონიკური წესების დაცვით“. ”კანონიკური წესების დაცვითო”. ჰოდა,  ახლახან ერთმა ეპისკოპოსმა ”კანონიკურ წესებზე” დაყრდნობით განაცხადა, რომ ” უკრაინის ეკლესიაში ზოგიერთი თვითაღიარებული ეპისკოპოსია, ასეთები ლიტურგიაზე ჩვენთან ერთად როგორ იმსახურებენ? ჩვენ არ შეგვიძლია ვცნოთ ეს სასულიერო პირები და როგორ დავუჭერთ, როცა უკრაინის ეკლესიის მღვდელთმთავრები თვითმარქვია, თვითგამოცხადებული სასულიერო პირები არიან”. ესაა ჩვენი მთავრობაც და ზოგიერთი, პირდაპირ რომ ვთქვათ, რუსეთის მიერ მართული სამღვდელოება, -აცხადებს რომან გოცირიძე.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

რუსთავში, ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი, მათ შორის ერთი 10 წლის გოგონა მოიწამლა

 ახლახანს გავრცელებული ინფორმაციით,  რუსთავში, ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი, მათ შორის ერთი 10 წლის გოგონა ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com