ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / მუხიანში, წუხელ მომხდარი დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა

მუხიანში, წუხელ მომხდარი დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მუხიანში, წუხელ მომხდარი დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა, რომლებსაც  ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვთ მიყენებული. ამ დროისთვის დაჭრილი პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მას ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა), 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება) და 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა/შენახვა/ტარება) მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ ის დეპუტატები, ვინც გირგვლიანის ოჯახის ამოწყვეტაში იყვნენ, ამ ხალხთან ერთად გაჭრა ტორტი შავგულიძემ და დალია შამპანური…“-დარეჯან მეფარიშვილი

 ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი   ყოფილ მეოცნებე შალვა შავგულიძეზე სოციაურ ქსელში წერს: „პოლიტიკაში მყოფმა იურისტმა, ადვოკატმა შალვა ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com