ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / მუხიანში “საქართველოს ბანკის” ექსპრეს ფილიალი დააყაჩაღეს

მუხიანში “საქართველოს ბანკის” ექსპრეს ფილიალი დააყაჩაღეს

 

 

 

 

 

მუხიანში “საქართველოს ბანკის” ექსპრეს ფილიალი დააყაჩაღეს,

შსს-ს ინფორმაციით, ბანკში ერთი პირი იარაღის მუქარით შეიჭრა, თანამშრომლებს ფული გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ცხელ კვალზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამნაშავე უკვე დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი- ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული გ.ჩ. ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 5- დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, გ.ჩ. მუხიანში მდებარე “ საქართველოს ბანკის” ექსპრეს ფილიალში იარაღის მუქარით შეიჭრა, ბანკის თანამშრომლებს ფული გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა.

სამართალდამცველებმა გატაცებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა- ტარებას გულისხმობს“, – აცხადებენ შსს-ში.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევს მადლობა გადაუხადა კახის რაიონში, სოფელ ალიბეგლოში ქართული სკოლის გახსნის გამო

  საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com