ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „მოხდეს რუსეთში ფაქტობრივად დასაქმებული ქართველების მდგომარეობის ლეგალიზაცია“-გულბაათ რცხილაძე

„მოხდეს რუსეთში ფაქტობრივად დასაქმებული ქართველების მდგომარეობის ლეგალიზაცია“-გულბაათ რცხილაძე

„მეგობრებო, ძალიან ცოტაა, რომ საჰაერო მიმოსვლის აღდგენა მოვითხოვოთ.აშინ რა გამოდის, ივლისამდე რომ იყო ეს მიმოსვლა, ჩვენსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში ყველაფერი კარგად იყო?! უნდა ვისწრაფოთ ორმხრივი ინტერესების საფუძველზე ურთიერთობების მასშტაბური გაუმჯობესებისაკენ, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისაკენ! არავინ მოგატყუოთ, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღდგენას ნიშნავს ჩვენი მხრიდან! პირიქით, დიპურთიერთობები საშუალებას მოგცემს, ჩვენი ინტერესები განვახორციელოთ მოსკოვში.

ჩვენ ვართ პატრიოტული ძალა, საქართველოს დაშლის მოსურნენი კი ამას წინ შეიკრიბნენ თბილისში, პენსიაზე გასული ამერიკელი დიპლომატების მონაწილეობით, რომლებსაც გავლენა მაინც აქვთ გარკვეულ წრეებში. სწორედ მათ მოითხოვეს, ნატოს კანონები გავრცელდეს საქართველოზე აფხაზეთის და შიდა ქართლის გამოკლებით, რაც საბოლოოდ დაანგრევს ჩვენი ქვეყნის ერთიანობას. ამას არ დავუშვებთ!

რაც შეეხება ეკონომიკური ხასიათის მოთხოვნას. უნდა მივმართოთ ჩვენს ხელისუფლებას, თავის მხრივ დაიწყოს რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები და დასვას საკითხი, მოხდეს რუსეთში ფაქტობრივად დასაქმებული ქართველების მდგომარეობის ლეგალიზაცია. გარდა ამისა, რუსეთის მთავრობამ დაუშვას სამუშაო ქვოტები საქართველოს მოქალაქეებისთვის, როგორც ამას აკეთებს ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ყოფილი რესპუბლიკების წარმომადგენლებისთვის. ეს დიდ შვებას მოუტანს ჩვენში დამძიმებულ სოციალურ მდგომარეობას, ბევრი ადამიანი ამოისუნთქებს შვებით».

ახალციხეში 20 ოქტომბერს გამართულ პრეზენტაციაზე მიწვეულმა პოლიტოლოგმა გულბაათ რცხილაძემ კონკრეტული მოწოდება გააჟღერა.

 წყარო:https://ge.news-front.info

 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„მთავრობამ გვითხრა, ფული გადმოგვირიცხონ და ჩვენ ჩამოვიყვანთ მოქალაქეებსო-ფული გადმოგირიცხოთ ბუნკერში ჩამალულმა თქვენმა უფროსმა“

ყოფილმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობას უფასო რეისების განხორციელება შესთავაზა და უარი მიიღო. რამდენიმე დღის წინ კი, ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com