ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / “მოქექეთ თქვენი ჯიბეები და სეიფები, რომლებიც სავსე გაქვთ!” – მოუწოდა პრეზიდენტმა ლუკაშენკომ ბიზნესს

“მოქექეთ თქვენი ჯიბეები და სეიფები, რომლებიც სავსე გაქვთ!” – მოუწოდა პრეზიდენტმა ლუკაშენკომ ბიზნესს

ბელარუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ბიზნესის კერძო სექტორს (ბელარუსიაში სახელმწიფო სექტორიც დიდია) სერიოზული გაფრთხილება მისცა სამუშაო ადგილების შენარჩუნებასთან დაკავშირებით. კერძოდ, ერთ-ერთი საწარმოს კოლექტივთან შეხვედრაზე პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა:

“მივიღე ინფორმაცია, რომ რიგი კერძო საწარმოებისა, ძირითადად, სამშენებლო ფირმები, მუშაობის შეჩერებას და თანამშრომლების დათხოვნას იწყებენ.

თუნდაც ერთი კომპანია, მცირე იქნება თუ დიდი, სულ ერთია, გაუშვებს ხალხს ქუჩაში, იგი ბელარუსიაში თავის არსებობას შეწყვეტს!”

ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ სახელმწიფო კომპანიებში ადამიანებს ეს საფრთხე ისედაც არ ემუქრებათ, რადგან სახელმწიფო თავად აკონტროლებს სიტუაციას ამ მხრივ. პრეზიდენტმა მოუწოდა ბიზნესმენებს, რომ რთულ პერიოდში ადამიანებს დაეხმარონ, ამისთვის ბიზნესს აქვს შესაძლებლობები.

“მოქექეთ თქვენი ჯიბეები და სეიფები, რომლებიც სავსე გაქვთ!” – მოუწოდა პრეზიდენტმა ბიზნესს.

როგორც იტყვიან:
“ღმერთო, ღმერთო, ეს ხმა ტკბილი, გამაგონე ჩემს მამულში!” https://ge.news-front.info/

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ 26 მაისის დარბევაში წვლილი ბოკერიას და ნაციონალურ მოძრაობას არ მიუძღვის!სააკაშვილმა იცოდა, რომ მიტინგი არ უნდა დაერბია“ -ნინო ბურჯანაძე

„ 26 მაისის დარბევაში წვლილი ბოკერიას და ნაციონალურ მოძრაობას არ მიუძღვის!სააკაშვილმა იცოდა, რომ მიტინგი არ ...