ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა მიმდინარეობს,რომელშიც 238 პირი მონაწილეობს

მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა მიმდინარეობს,რომელშიც 238 პირი მონაწილეობს

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის საგამოცდო დარბაზში მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა მიმდინარეობს,რომელშიც 238 პირი მონაწილეობს. მოსამართლეობის მსურველი პირები გამოცდას ელექტრონულად აბარებენ, რომლებსაც დავალებების შესასრულებლად 5-საათიანი ვადა აქვთ. 

მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდისთვის რეგისტრაციის გავლა შეუძლია 25 წლის ასაკიდან ყველა იმ მსურველს, რომელსაც იურიდიული ფაკულტეტის უმაღლესი განათლება აქვს მიღებული. 

გამოცდის დაწყებამდე პროცედურებზე ისაუბრა ჟურნალისტებთან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ. მისი განცხადებით, საგამოცდო ტესტი 100 დავალებისგან შედგება, რომელიც სამი კატეგორიის მიხედვით იყოფა. კერძოდ , საშუალო, მარტივი და რთული. გამოცდა ორეტაპიანია, ხოლო იმისთვის, რომ გამოსაცდელი მე-2 ეტაპზე გადავიდეს, მან მინიმუმ 75 ქულა უნდა დააგროვოს. 

გიორგი მიქაუტაძის თქმით, შეცვლილია შეფასების სისტემაც, ბევრად შემცირებულია სუბიექტური შეფასების რისკი და თითოეული გამოსაცდელი მაქსიმალურად ობიექტურად იქნება შეფასებული. მისი თქმით, თითო კითხვას სპეციალიზაციის მიხედვით კომისიის 2 წევრი ასწორებს.

“მოსამართალეთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირველ ეტაპზე, რეგისტრაცია გაიარა 238-მა მსურველმა, რაც საკამოდ მაღალი მაჩვენებელია წინა წლებთან შედარებით. ეს ალბათ, განპირობებულია იმით, რომ გამოცდა თითქმის 2 წელია არ ჩატარებულა. გამოცდა ორეტაპიანი. პირველი ეტაპი ჩატარდება ტესტირების ფორმით და თითოეულ გამოსაცდელს ექნება 100 ტესტი, რომლიდანაც მან მინიმუმ 75 ტესტს უნდა გასცეს სწორი პასუხი, იმისთვის, რომ გადავიდეს მე-2 ეტაპზე. ხოლო, მე-2 ეტაპზე იქნება 5 ღია შეკითხვა, თითეული მათგანი 5 ქულით ფასდება, სადაც გამოსაცდელს მოუწევს სამართლებივი და პრაქტიკული თვალსაზრისით დაასაბუთოს თითოეულ შეკითხვაზე პასუხი”,- განაცხადა მიქაუტაძემ. 

მისივე განმარტებით, სრულად შეიცვლა კომისიის დაკომპლექტების წესი და გამოცდების ჩატარების თაობაზე ახალი წესი იქნა მიღებული.
მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპი – წერითი გამოცდა მიმდინარე წლის 28 ივლისს ჩატარდება.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. პრემიერი „დაუნინგ სთრითზე“ იზოლაციაში იმყოფება. მას ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com