ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / მორიგი ბინძური პროვოკაცია- „ნაციონალური მოძრაობისგან, ძალა, რომელიც გამოირჩეოდა ადამიანების ჩაგვრით, წამებით, გაუპატიურებით, ბიზნესის დატერორებით და ათასი უბედურებით“-ირაკლი ღარიბაშვილი

მორიგი ბინძური პროვოკაცია- „ნაციონალური მოძრაობისგან, ძალა, რომელიც გამოირჩეოდა ადამიანების ჩაგვრით, წამებით, გაუპატიურებით, ბიზნესის დატერორებით და ათასი უბედურებით“-ირაკლი ღარიბაშვილი

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებზე, ისევე როგორც სასულიერო პირებზე გავრცელებულ ინფორმაციას „მორიგი ბინძური პროვოკაცია“ უწოდა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ გავრცლებულ ფარულ ჩანაწერებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღრაიბაშვილმა.

„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იმ ძალიან მძიმე პროვოკაციას, რომელიც ჩვენ გუშინ ვიხილეთ. ეს არის მორიგი ბინძური პროვოკაცია ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ, ეკლესიის, როგორც ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუციის წინააღმდეგ და ქართველების საფუძველთა საფუძვლის, ჩვენი სარწმუნოებისა და ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ. ამას გარდა, ჩვენ ვნახეთ, როგორი შეტევა განახორციელეს თუნდაც ერთ-ერთი მთავარი სახელმწიფო უწყების სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ, როგორი ბინძური პროვოკაცია დაგეგმეს. მათი პერმანენტული ბრძოლა ჯარის წინააღმდეგ, პოლიციის წინააღმდეგ, სასამართლოს წინააღმდეგ ანუ ყველა ავტორიტეტული ინსტიტუციის წინააღმდეგ. რატომ, იმიტომ, რომ მოახდინონ დემორალიზება და სისტემის დისკრედიტირება. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული.

ჩვენმა ბრძენმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, როგორ ანტიეროვნულ და ამასთანავე, ანტიეკლესიურ, ანტისახელმწიფოებრივ ძალასთან გვაქვს საქმე და შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენმა მოსახლეობამ 9 წლის წინ ამ ადამიანების მჩაგვრელ, მავნებლურ და ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას უარი უთხრა საბოლოოდ და ეს უარი 7 არჩევნებში დადასტურდა.

რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად ვიცით, რა მიზანსაც ემსახურება აღნიშნული პროვოკაცია, მაგრამ ჩვენ ძალიან მშვიდად უნდა მივიდეთ არჩევნებზე, ძალიან ძლიერად გავიმარჯვოთ და მტკიცედ გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მართვა და განვითარება.

თუნდაც ის კამპანია, რომელიც მათ წამოიწყეს ჩვენი მერობის კანდიდატების წინააღმდეგ, ძალიან მარტივია ამის ახსნა – იციან რა, რომ ისინი ყველა მუნიციპალიტეტსა და ყველა ქალაქში სასტიკად მარცხდებიან, რა უნდა მოეფიქრებინათ თუ არა რაღაც გამოგონილი ლეგენდები და ამას აკეთებს ის ძალა, რომელიც გამოირჩეოდა ადამიანების ჩაგვრით, წამებით, გაუპატიურებით, ბიზნესის დატერორებით და ათასი უბედურებით, რაც მთავარია, კიდევ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპანტისთვის გადაცემით. ამას ბედავს ის ძალა, ვისმა ლიდერმაც განაცხადა, რომ ეს ძირძველი ტერიტორიები, ეს ასეულობით სოფელი, მისი სიტყვებით, „ქვების გროვაა“ და როგორ შეიძლება ასეთ ადამიანს და ასეთ ძალას დღეს კიდევ ვინმემ მისცეს ხმა“-განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს უჩივის-საქართველო რუსეთი არ არის

როგორც ცნობილია „ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს უჩივის მასზე არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო. „ პოპულარულ სერიალში ნონა ...