ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / მომხდარის დასამალად, საკუთარ 14 წლის ბიჭზე დაქორწინება შესთავაზა-„ მზად ვარ, ამ ბავშვზე ვიზრუნო, თუ ჩემი შვილია…“

მომხდარის დასამალად, საკუთარ 14 წლის ბიჭზე დაქორწინება შესთავაზა-„ მზად ვარ, ამ ბავშვზე ვიზრუნო, თუ ჩემი შვილია…“

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

„მეზობლები ვართ, პატარაობიდან მოდიოდა და აქ რჩებოდა. არ მახსოვს, რომელ დღეზე ლაპარაკობს. ჩემმა შვილმა დამირეკა მაგაზე, ცუდად არისო, მეც მაგის ოჯახს გავყევი საავადმყოფოში და იქ მე დამაბრალა. ოჯახმა კი მითხრა, თუ გინდა შენ არ დაგაბრალოთ, 10 ათასი ლარი მოგვეციო. მზად ვარ პოლიციაში ვიარო, მზად ვარ დამიჭირონ და იმაზეც მზად ვარ, ამ ბავშვზე ვიზრუნო, თუ ჩემი შვილია. მაგრამ მე ეს არ ჩამიდენია, ამას როგორ გავაკეთებდი, ნათესავები ვართ. მაგის ძმა მე მოვნათლე. იმასაც მაბრალებენ, რომ მე ჩემს 14 წლის ბიჭზე შევთავაზე დაქორწინება გაჩუმების სანაცვლოდ“, – აცხადებს კაცი.

 მამაკაცის განცხადებით არაფერი ჩაუდენია. ამასთან, როგორც ის ამბობს, 16 წლის გოგოს ოჯახის ბრალდება, რომ მან მომხდარის დასამალად, საკუთარ 14 წლის ბიჭზე დაქორწინება შესთავაზა, ტყუილია. 40 წლამდე  , მისივე თქმით,  არასრულწლოვნის ოჯახმა, მშობიარობიდან მეორე დღეს 10 ათასი ლარი მოსთხოვა და  უარის მიღების შემდეგ  გაუპატიურების დაბრალებით და ჩივილით დაემუქრნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სქესობრივ კავშირს ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას 16 წელს მიუღწეველთან.ასევე ტარდება საგამოძიებო მოქმედებები ბავშვის მამის დადგენის მიზნით, მას შემდეგ რაც დადგინდება მამის ვინაობა, მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

 შეგახსენებთ, რომ  რამდენიმე რის წინ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 16 წლის გოგო, რომელმაც ბავშვი გააჩინა, 40 წლის ნათესავს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. გოგონა მე-11 კლასის მოსწავლეა. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტის, ლია ხუროშვილის ინფორმაციით, არასრულწლოვანმა ორსულობის შესახებ მაშინ გაიგო, როდესაც სკოლაში შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში წაიყვანეს. არასრულწლოვანმა იმ დღესვე იმშობიარა.

 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„მგონი ყველა გავგიჟდებით, ვინც ცოცხლები დავრჩებით-დახმარებების გაცემაც მთავრდება, 20 წლის ნალოლიავები ფონდიც გაკოტრდა..“

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში დავით კინწურაშვილი–საქველმოქმედო ფონდი “მომავლის გზა”დამფუძნებელი „მგონი ყველა გავგიჟდებით ვინც ცოცხლები დავრჩებით😢😢😢ერთი დღე ...