ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „მომაყენა ძალიან დიდი ზიანი და უნდა თავს ლაფი დამასხას“-ილია ჯიშკარიანი

„მომაყენა ძალიან დიდი ზიანი და უნდა თავს ლაფი დამასხას“-ილია ჯიშკარიანი

ახლახანს  თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ ილია ჯიშკარიანი „ტვ პირველის“ ეთერში ჩაერთო „ნიუ ჰოსპიტალსიდან“ და განაცხადა, რომ  ის არ ელოდა იმას, რაც მისმა თამთა თოდაძემ  გაუკეთა.ილია ჯიშკარიანი აცხადებს, რომ მას ბევრი რამ აქვს სათქმელი და  პასუხისმგებლობა აქვს ამომრჩევლის წინაშე.

„ჩემი მოსახლეობა, ჩემი ამომრჩეველი, ჩემი დედა და ჩემი მამა ელოდებიან ჩემს განმარტებას“, – ამბობს ილია ჯიშკარიანი და დეტალების შესახებ საუბარს სასამართლო პროცესზე გეგმავს.

„სპეციალურად არის მიმართული დისკრედიტაციისკენ, სახელის გატეხვისკენ. მე თუ ავტორიტეტი გამიფუჭდება, რა თქმა უნდა, ამით ზიანი მიადგება პოლიტიკურ პარტიას. მიმიხვდება ჩემი მაყურებელი, ვინც მიცნობს, ვინც არ მიცნობს, ჩემს ბუნებას და ადამიანობას ვინც იცნობს, ყველა მიმიხვდება, რომ 54 წელი ვემსახურე იმას, რომ ვინმეს საყვედური არ ეთქვა. ექიმების დახმარებით მე მოვძლიერდები, ავდგები, დავდგები ფეხზე და მე ამას გავუმკლავდები“, – აცხადებს ჯიშკარიანი.

საკრებულოს წევრი ჰყვება,რომ  შეთხზულია ყველაფერი, რაც თამთა თოდაძემ ილაპარაკა. თუ  რა მოტივი ამოძრავებდა და გარემოებები თამთა თოდაძეს? ჯიშკარიანის განცხადებით ამ გოგნას ამბიციები ჰქონდა და დაწინაურება უნდოდა.

„ძალიან გაბრაზებული ვარ ამ ახალგაზრდა გოგონაზე. ჩემთან  ახალგაზრდული ორგანიზაციიდან, ახალგაზრდების რეკომენდაციით მოხვდა, მანამდე , არ ვიცნობდი. 3 წელია  რაც   ჩემთან მუშაობს.  მას უცებ ამბიცია გაუჩნდა. მომაყენა ძალიან დიდი ზიანი და უნდა თავს ლაფი დამასხას“, – თქვა ილია ჯიშკარიანმა.

ილია ჯიშკარიანი აცხადებს, რომ თამთა თოდაძემ   კომპიუტერი დაატვრია და ძირს დაეცა, რის შედეგადაც დაზიანებები მიიღო, კარებში გასვლისას კი დაემუქრა.თუცა ჩივილს არ ელოდა, თანამშრომლებს დაუძახ და ოფისი დაალაგა.

ილია ჯიშკარიანის მიმართ ბრალდება ორი მუხლით არის წარდგენილი: 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით (გაუპატიურება) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„პროკურატურა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის კანტორაა“-მამუკა ხაზარაძე

  საქართველოს პროკურატურა ჩემთვის არის ძალიან არაკომპეტენტური, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის კანტორა. შესაბამისად, იცით, რომ საქმე ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com