ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ სურს მიიღოს დახმარება საქართველოს ექს-პრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის  მიხეილ სააკაშვილისაგან

მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ სურს მიიღოს დახმარება საქართველოს ექს-პრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის  მიხეილ სააკაშვილისაგან

 

მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ სურს მიიღოს დახმარება საქართველოს ექს-პრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის  მიხეილ სააკაშვილისაგან იუსტიციის სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით.

„ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სააკაშვილის მმართველობის პერიოდის სპეციალისტებთან. ჩვენ ვამუშავებთ იუსტიციის სისტემის რეფორმირების პროექტებს. ბატონი სააკაშვილი ახლა მონაწილეობს წინასაარჩევნო კამპანიაში უკრაინაში და ძალიან დაკავებულია, მაგრამ აგვისტოს ბოლომდე ჩვენ გვექნება საუბარი ამ თემაზე“, – განაცხადა მაია სანდუმ გამოცემა „Cotidianul“-თან საუბარში.

მოლდოვის პრემიერის სიტყვებით, ახლა ბიუჯეტში არ არის თანხა უცხოელი ექსპერტების გუნდის მოსაწვევად, თუმცა მაია სანდუს საერთაშორისო პარტნიორების დახმარების იმედი აქვს.

 მიხეილ სააკაშვილმა  ადრე გამოხატა მხარდაჭერა სანდუს მთავრობის მიმართ და განაცხადა, რომ მზად არის დახმარებისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.

ამ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ეს გადაწყვეტილება შოკისმომგვრელია, აბსოლუტურად წარმოუდგენელი, ტელეკომპანია აუცილებლად გმაოიყენებს გასაჩივრების შესაძლებლობას“-ნიკა გვარამია

რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მოუწოდებს საქართველოს იუსტიციის მინისტრს ერთპიროვნულად არ აღასრულოს ქიბარ ხალვაშისთვის ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com