ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „მოგონებები საუკეთესო რამაა-არაფერია იმაზე ცივი ვიდრე ჩამკვდარი სიყვარული”-ლეგენდარული რომი შნაიდერი

„მოგონებები საუკეთესო რამაა-არაფერია იმაზე ცივი ვიდრე ჩამკვდარი სიყვარული”-ლეგენდარული რომი შნაიდერი

რომი შნა­ი­დე­რის დღი­უ­რე­ბი და წიგ­ნი მისი ცხოვ­რე­ბი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­მოჩ­ნდა.

პირ­ვე­ლად რომი და ალე­ნი ერ­თმა­ნეთს 1958 წელს შეხ­ვდნენ, ფილმ “კრის­ტი­ნას” გა­და­ღე­ბე­ბის და­წყე­ბამ­დე – ალენ დე­ლო­ნი აე­რო­პორ­ტში ყვა­ვი­ლე­ბის თა­ი­გუ­ლით მი­ვი­და. 1960-იანი წლე­ბის ცნო­ბი­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო რო­მა­ნი, რო­მელ­ზეც ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში წერ­დნენ, მისი მთა­ვა­რი მოქ­მე­დი გმი­რე­ბის სრუ­ლი გულ­გრი­ლო­ბით და­ი­წყო. მაგ­რამ რაც მე­ტად ხვდე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს, მით მეტ ინ­ტე­რესს გრძნობ­დნენ ერ­თმა­ნე­თის მი­მართ.

“პა­რიზ­ში გა­ვი­ცა­ნი ნამდ­ვილი ალე­ნი, ეკ­ლი­ა­ნი, იმპუ­ლ­სური, მო­უ­ხე­შა­ვი ჭა­ბუ­კი, რო­მე­ლიც ჯინსსა და პე­რანგს არ იშო­რებ­და, სულ აგ­ვი­ა­ნებ­და გა­და­ღე­ბებ­ზე, მთელ ქა­ლაქს უვ­ლი­და თა­ვი­სი “რე­ნო­თი” და არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ამ­ბებს ჰყვე­ბო­და, – იხ­სე­ნებ­და მოგ­ვი­ა­ნე­ბით რომი, – გა­და­ღე­ბე­ბის პირ­ვე­ლი დღი­დან ვჩხუ­ბობ­დით და ვკა­მა­თობ­დით”.

მაგ­რამ ბრი­უ­სელ­ში კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის­ტთა მე­ჯლის­ზე რომი მიხ­ვდა, რომ თა­ვი­სი პარტნი­ო­რი უყ­ვარ­და. მალე ისიც გა­ირ­კვა, რომ ალე­ნიც შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო.

1959 წლის 22 მარტს და­ი­ნიშ­ნენ, თუმ­ცა რო­მის მშობ­ლებს ქა­ლიშ­ვი­ლის არ­ჩე­ვა­ნი არ მოს­წონ­დათ. რომი უკვე ცნო­ბი­ლი იყო გერ­მა­ნი­ა­ში, გერ­მა­ნე­ლე­ბის საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბი გამ­ხდა­რი­ყო, ალენს კი ჯერ ნაკ­ლე­ბად იც­ნობ­დნენ. “ვი­ღაც ალე­ნი”, – ასე იხ­სე­ნი­ებ­და რო­მის დედა მას და ყურ­მილ­ში შვილს ჩაჰ­ყვი­რო­და: “რომი, საყ­ვა­რე­ლო, გონს მო­ე­გე, ამ ურ­ცხვს მხო­ლოდ შენი ფული და დი­დე­ბა აინ­ტე­რე­სებს. რო­გორც კი გა­მოგ­წუ­რავს, მი­გა­ტო­ვებს”.

როცა დის­ტან­ცი­ა­ზე ვე­რა­ფე­რი გა­ა­წყო, რო­მის დე­დამ გა­და­წყვი­ტა, ეს ურ­თი­ერ­თო­ბა ისეთ კა­ლა­პოტ­ში ჩა­ეს­ვა, რომ შვი­ლის კა­რი­ე­რა არ დან­გრე­უ­ლი­ყო. ცოტა ხან­ში მაგ­დამ ფო­ტოგ­რა­ფე­ბი მო­იწ­ვია და ორი ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბის პი­რა­დი საქ­მე ლა­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბის მოვ­ლე­ნა გახ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით რომი ამ­ბობ­და, რომ ალენ­თან რო­მან­მა მის­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა დე­დის, წარ­სულ­ში ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბის მაგ­და შნა­ი­დე­რი­სა და მა­მი­ნაც­ვალ ჰანს ბლატ­ც­ჰა­ი­მის მე­ურ­ვე­ო­ბას გაჰ­ქ­ცე­ო­და. ისი­ნი ხომ მის ყვე­ლა ნა­ბიჯს აკონ­ტრო­ლებ­დნენ…

ქორ­წი­ლის დღე არ და­უ­ნიშ­ნავთ და პა­რიზ­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ალე­ნი ისევ თა­ვი­სუფ­ლად ცხოვ­რობ­და, არც გარ­თო­ბას და ფლირტს იკ­ლებ­და. მას თა­ვი­სუფ­ლე­ბა არ ეთ­მო­ბო­და, თა­ნაც, რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღი­ა­რა: “რომი იმ სა­ზო­გა­დო­ე­ბის პირ­მ­შო იყო, რო­მელ­საც მე ყვე­ლა­ზე მე­ტად ვერ ვი­ტან­დი – მდი­და­რი ობი­ვა­ტე­ლე­ბის. ხუ­თწ­ლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მას­ში ვერ ამოვ­ძირ­კვე ის, რა­საც 20 წელი უტე­ნიდ­ნენ თავ­ში. ორ რო­მის­თან ვცხოვ­რობ­დი. ერთი გი­ჟუ­რად მიყ­ვარ­და, მე­ო­რეს კი ვერ ვი­ტან­დი”.

სულ მალე ალენ დე­ლო­ნი სუ­პერ­პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და, პა­რიზ­ში სახ­ლი იყი­და და რო­მის­თან ერ­თად იქ გა­და­ვი­და. თუმ­ცა გა­მუდ­მე­ბუ­ლი გა­და­ღე­ბე­ბის გამო ერ­თმა­ნეთს თით­ქმის ვერ ხე­დავ­დნენ. 1963 წელს რო­მიმ ჰო­ლი­ვუ­დურ კომ­პა­ნი­ას­თან გა­ა­ფორ­მა კონ­ტრაქ­ტი და აშშ-ში გა­ემ­გზავ­რა. იქვე გა­ი­გო, რომ დე­ლონ­მა მსა­ხი­ობ ნა­ტა­ლი ბარ­ტე­ლე­მის­თან გა­ა­ბა რო­მა­ნი. დე­ლონ­მა მას­ზე იქორ­წი­ნა კი­დეც, შვი­ლიც გა­უჩ­ნდათ, რომი კი თა­მა­შ­გა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა.

“მისი ღა­ლა­ტის შემ­დეგ გა­ნა­დ­გუ­რე­ბუ­ლი და დამ­ცი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, – წერს რომი დღი­ურ­ში, – ჩემ­ზე რომ ყო­ფი­ლი­ყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მას არას­დროს დავ­ტო­ვებ­დი. ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და და ყვე­ლა­ფერს ვპა­ტი­ობ­დი”.

რო­მის დეპ­რე­სია და­ე­მარ­თა, ლო­თობ­და, პარტნი­ო­რებს ხში­რად იც­ვლი­და. 1966 წელს გა­თხოვ­და 42 წლის გერ­მა­ნელ რე­ჟი­სორ გარი მა­ი­ენ­ზე. რამ­დე­ნი­მე თვე­ში ვაჟი გა­უჩ­ნდა – და­ვი­დი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ამ­ბობ­და, რომ და­ვი­დი და­ეხ­მა­რა და­წყნა­რე­ბა­ში და ალე­ნის და­ვი­წყე­ბა­ში. მაგ­რამ 1968 წელს ალე­ნი ნა­ტა­ლის და­შორ­და, შნა­ი­დერს და­უ­რე­კა და მას­თან ერ­თად ფილმ “აუზ­ში” მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე და­ი­თან­ხმა. პრე­მი­ე­რის დღეს სკან­და­ლი აგორ­და – რომი და ალე­ნი ერ­თმა­ნეთს ჩა­ხუ­ტე­ბუ­ლე­ბი გა­და­ი­ღეს, ქმარს ეწყი­ნა, რო­მის­თვის კი სუ­ლერ­თი იყო…

1975 წელს რომი თა­ვის მძღოლს გაჰ­ყვა ცო­ლად და ქა­ლიშ­ვი­ლი სარა გა­ა­ჩი­ნა, მაგ­რამ ვერც ამ ქორ­წი­ნე­ბა­ში იპო­ვა ბედ­ნი­ე­რე­ბა. 1979 წელს მის­მა პირ­ველ­მა ქმარ­მა თავი მო­იკ­ლა. რო­მიმ თავი დამ­ნა­შა­ვედ იგ­რძნო და ისევ სას­მელ­ში გა­და­ეშ­ვა. ქმა­რი არ­ყის ბოთ­ლებს უმა­ლავ­და. 1981 წელს მისი 14 წლის ვაჟი გარ­და­იც­ვა­ლა – ღო­ბე­ზე ძვრე­ბო­და, ჩა­მო­ვარ­და და ლი­თო­ნის ეკ­ლებ­ზე და­ე­ცა. იმ მძი­მე დღე­ებ­ში ალენ დე­ლო­ნი რო­მის გვერ­დით იყო. “იმ დღეს, როცა და­ვი­დი მოკ­ვდა, რო­მიმ ჩვენ დაგვტო­ვა, – იხ­სე­ნებ­და ალენ დე­ლო­ნი, – მას აღარ სურ­და სი­ცო­ცხლე”.

1982 წლის 29 მა­ისს 43 წლის რომი შნა­ი­დე­რი პა­რი­ზის ბი­ნა­ში მკვდა­რი იპო­ვეს – ექი­მებ­მა გუ­ლის შე­ტე­ვის დი­აგ­ნო­ზი დას­ვეს.

დე­ლო­ნი პირ­ვე­ლი მი­ვარ­და, მთე­ლი ღამე არ მოს­ცი­ლე­ბია, ტი­რო­და. სა­ნამ ჩა­ას­ვე­ნებ­დნენ, სამი ფოტო გა­და­უ­ღო, რომ­ლე­ბიც მას შემ­დეგ სულ უდევს სა­ფუ­ლე­ში.

რო­მის სიკ­ვდი­ლის მერე ალენს ოთხი უიღ­ბლო რო­მა­ნი ჰქონ­და, ახლა კი მარ­ტო ცხოვ­რობს. რო­მის თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის ერ­თა­დერთ სიყ­ვა­რულს უწო­დებს, ყო­ველ წელს აღ­ნიშ­ნავს მას­თან ნიშ­ნო­ბის თა­რიღს – 22 მარტს, ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში კი აღი­ა­რა: “ცო­ლად უნდა მო­მეყ­ვა­ნა…”

Daily Mirror

ველას თუ არა,უმრავლესობას მაინც გვყავს ჩვენი ე.წ. ცხოვრების იდეალი. ამ იდეალებს,ან მართლა ვგავართ ხასიათებით ან გვინდა რომ ვგავდეთ. მე პირადად ყოველთვის ტრაგიკულ ქალებს ვირჩევდი ხოლმე იდეალებად და ერთ-ერთ მათგანზე დღეს მოგითხრობთ…

მისი სახელია რომი შნაიდერი და მისი ცხოვრების ისტორია,ლამაზ,მაგრამ სევდიან და ტრაგიკულ ზღაპარს გვაგონებს ულამაზეს პრინცესაზე. ის იყო ქალი,რომელმაც ერთდროულად მოაჯადოვა ავსტრიაც და საფრანგეთიც. არა და ძალიან იშვიათობაა,რომ ეს ორი აბსოლუტურად განსხვავებული კულტურის მიმდევარი ქვეყანა რაიმეზე შეთანხმდეს… რომი შნაიდერს კი ორივე ქვეყანა თავის კუმირად მიიჩნევს… საფრანგეთში დღემდე,XX საუკუნის ყველაზე გამოჩენილ მსახიობად მიიჩნევენ მას,ხოლო ავსტრიაში “მშვენიერ ლეგენდას” უწოდებენ…

ალენ დელონს თავის ცხოვრების მანძილზე ბევრი ქალი ყვარებია. უფრო მეტს თვითონ დელონი უყვარდა,მაგრამ წლების განმავლობაში ის მხოლოდ ერთადერთ სიყვარულს აფასებდა. ეს იყო რომი შნაიდერი,რომელსაც სამწუხაროდ 42 წლის ასაკში გული გაუსკდა…
რომ არა ტრაგიკული შემთხვევა 1982 წლის 29 მაისს,ზუსტად ერთ თვეში ის თავის 65 იუბილეს აღნიშნავდა… იყო ის თავის უბედურებაში დამნაშავე თუ არა,ეს ცოტა მერე გადავწყვიტოთ,მანამდე კი დავიწყოთ სულ თავიდან. იმ დღიდან როცა ავსტრიის ერთ,ძალიან მდიდარ და წარმატებულ ოჯახში,პატარა როზმარი დაიბადა… (1938 წელი. ვენა,ავსტრია)

დედა-მაგდა შნაიდერი,ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი იყო გერმანული ფილმებისა.
მამა,ცნობილი მექალთანე,ვოლფ ალბახ-რეტი. რომი,დედისერთა იყო. მშობლები განქორწინდნენ. მაგდა მეორედ გათხოვდა,მდიდარ რესტორნების ქსელის მეპატრონეზე. რომისთვის თითქმის არ ეცალათ,ამიტომ 4 წლიდან რომი პანსიონში იზრდებოდა,კათოლიკე დედებთან ერთად.
ოდნავ მაინც რომ გაეფერადებინა,თავისი დღეები,მონასტრის კედლებს შუა გამომწყვდეული რომი ბევრს ხატავდა და მონაწილეობდა სკოლის სპექტაკლებში. აღმზრდელებს არ მოსწონდათ მისი გატაცება და შვებით ამოისუნთქეს,როცა გოგონამ პანსიონი დატოვა.

რომი,15 წლისაც კი არ იყო როცა 1953 წელს მონაწილეობა მიიღო თავის პირველ ფილმში. დებიუტანტმა,მასის აღფრთოვანება გამოიწვია.

1954 წელს,სპეციალურად რომი შნაიდერისთვის,რეჟისორმა,ერნსტ მარიშკამ,მოიგონა ახალი კინორომანი,სახელწოდებით: “დედოფლის ადრეული წლები”. რომიმ პრინცესა სისის როლი ბრწყინვალედ შეასრულა და მაშინვე დაიპყრო მამაკაცთა გულები. უოლტ დისნეიმ მას,მსოფლიოს ყველაზე ლამაზი გოგონა უწოდა.

მისი სახელი ბობოქრობდა ატლანტის ორივე მხარეს და დღეში რომი,ასობით სასიყვარულო წერილს ღებულობდა.

“სისის” მესამე ნაწილის გადაღების შემდგომ,შნაიდერი უარს აცხადებს სერიალის გაგრძელებაზე და თანხმდება როლს ფილმ “კრისტინა”-ში,ერთი პირობით,პარტნიორი მას თავად უნდა შეერჩია. ამ ფილმისთვის მას 75 მილიონი ფრანკი გადაუხადეს.

როცა რომი პარიზის აეროპორტში დაეშვა ალენი იქვე ელოდა. ალენ დელონი,მაშინ ფრანგული კინემატოგრაფიის ამომავალი ვარსკვლავი იყო. ათასობით კანდიდატს შორის,რომიმ თვითონ ამოირჩია ის. ალენ დელონმა მას ალისფერი ვარდები აჩუქა და რომის შეხედა თუ არა იქვე მდგომ მეგობარს გადაუჩურჩულა: “გაბერილი გერმანელი ბატი.” კიდევ კარგი იქვე მდგარმა,თაყვანისმცემლების არმიამ არ გაიგონა მისი სიტყვები… )

სულ თავიდან,გადაღებებზე,მთავარი როლების შემსრულებელი მსახიობები ერთმანეთს ვერ იტანდნენ. ალენი იყო გაუზრდელი,რომი კი არისტოკრატი. ალენი უხეშობდა,რომი კი იბოღმებოდა. ალენი დასცინოდა,რომიმ ის შეიძულა… მაგრამ როგორც მოგვეხსენება,სიძულვილიდან სიყვარულამდე სულ რაღაც ერთი,პატარა ნაბიჯია…

გადაღებები დასრულდა. ალენი მშობლიურ პარიზში დაბრუნდა… დაღლილი იყო,ამიტომ ოთახში შესვლისთანავე საწოლზე წამოწვა და ღრმა ძილს მიეცა. კარებზე ზარის ხმამ გამოაღვიძა. კარი გააღო და პარმაღზე მდგარი,რომი დაინახა…

რომის დღიურიდან: “პარიზში მე ნამდვილი ალენი გავიცანი,ფეთქებადი ახალგაზრდა,რომელსაც ყოველთვის ჯინსები და პერანგი ეცვა,რომელიც ყოველთვის აგვიანებდა გადაღებებზე,დადიოდა მთელს ქალაქში თავისი “რენოთი” და მიყვებოდა დაუჯერებელ ამბებს.”
1959 წლის 22 მარტს ისინი დაინიშნენ. კინოთეატრებში ფილმის დაწყების წინ სიხარულით იუწყებოდნენ: “თანამედროვე კინოს ყველაზე ლამაზი წყვილი როგორც იქნა დაინიშნა”.

მათ პარიზში დიდი სახლი იქირავეს,ხოლო შაბათ-კვირას სოფელში ატარებდნენ. რომი ფიქრობდა,რომ თუ კი ის ყოველწამს ალენის გვერდით იქნებოდა,ყველა მის საქმეში გაერეოდა და იცხოვრებდა მისი ცხოვრებით,დელონისთვის ის ჰაერივით აუცილებელი გახდებოდა. მან მიატოვა თავისი საქმე,კონტრაქტებს აღარ აწერდა ხელს,ამასობაში კი ალენი კარიერას იწყობდა. ის უკვე წარმატებული და ცნობილი მსახიობი იყო. ხშირად აწყობდა სცენებს,ჭურჭლის მტვრევითურთ და ხშირად ტოვებდა მეუღლეს მარტოს,თვითონ კი მეგობრებთან ერთად მიდიოდა და სვამდა. რომი თავის დღიურში აღწერდა მათ საღამოებს და თავის თავს გამოუტყდა,რომ ისინი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებოდნენ.
რომი ალენთან ერთად გაემგზავრა იტალიაში,სადაც ალენი მონაწილეობას იღებდა ვისკონტის ფილმში სახელწოდებით “როკო და მისი ძმები”. ვისკონტი მოიხიბლა რომის სილამაზითა და ნიჭით და გადაწყვიტა დაედგა სპექტაკლი სახელწოდებით “რა სამწუხაროა,რომ ძუკნა ხარ”. ის თვლიდა,რომ რომი და ალენი თავიანთი ორაზროვანი და ვნებიანი ურთიერთობით არაჩვეულებრივად მოერგებოდნენ როლს. ვისკონტმა რომი შნაიდერი კოკო შანელს წარუდგინა,რომ ამ უკანასკნელს რომი ნამდვილ ფრანგ ქალად ექცია. რომი წონაში დასაკლებად ბევრს ვარჯიშობდა. შანელმა მას მოაშლევინა მაღალი წრის ქალებისთვის დამახასიათებელი მანერები და ჩაცმულობა.
” სამი ადამიანი რომელმაც ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა – წერს რომი – ესენი არიან: ალენი,ვისკონტი და კოკო შანელი.”

გადაღებების გამო ისინი ერთმანეთს თითქმის ვეღარ ხედავდნენ… მასა ალაპარაკდა “როდის არის ქორწილი?”. შეკითხვას პასუხი 1963 წლის ზაფხულში გაეცა,როცა ჟურნალ-გაზეთები აჭრელდა ფოტოებით,სადაც დელონს რომელიღაც კაფეში ქერა ლამაზმანი ეჯდა მუხლებზე. რომი მიხვდა,რომ ალენი მხოლოდ მისი არც არასდროს ყოფილა და არც არასდროს იქნება. მაშინვე გადაურეკა ალენს,ის კი სიყვარულს ეფიცებოდა.
აგვისტოში,როცა რომი გადაღებებიდან პარიზში დაბრუნდა დახვდა წერილი შავ ვარდთან ერთად,რომელშიც ალენი ემშვიდობებოდა რომის და ცივად ატყობინებდა რომ სხვა ქალზე იქორწინა. რამოდენიმე თვის შემდეგ,რომიმ გაიგო,რომ ალენს ვაჟი შეეძინა…

რამოდენიმე ხნის შემდეგ,რომი დათანახმდა მონაწილეობა მიეღო მამინაცვალის რესტორნის გახსნის ცერემონიალში. იქ მან,ბერლინის თეატრის დირექტორი,ჰარი მეიენი გაიცნო. ისინი დიდხანს ხვდებოდნენ ერთმანეთს. ჰარიმ მას ხელი სთხოვა,რომი დათანხმდა. ქორწილის შემდეგ მათ შვილი ეყოლათ – დევიდი.

თითქოს ყველაფერი კარგად იყო. რომი ცხოვრებას თავიდან სწავლობდა,მაგრამ ერთი ზარი გახდა საბედისწერო… ზარი ალენ დელონისგან იყო. ის სთხოვდა,რომ მისთვის პარტნიორობა გაეწია ფილმ “აუზში.”
პრესა აჭრელდა მათი ფოტოებით გადასაღები მოედნიდან. ალენ დელონი იცინოდა და ამბობდა: “ამჯერად მართლა სცენარის მიხედვით გვიყვარს ერთმანეთი.” რომი კი პირიქით,სერიოზულად პასუხობდა რეპორტიორებს. “დელონი? არაფერია იმაზე ცივი ვიდრე ჩამკვდარი სიყვარული”-მიუგო მან ერთ-ერთ ჟურნალისტს.
სინამდვილეში ფილმი “აუზი” დასასრული იყო რომის ტანჯვა-წამებით მოპოვებული ბედნიერებისა…

პრემიერის დღეს სკანდალი გაჩაღდა. ჟურნალ-გაზეთები გაივსო რომისა და ალენის,უცნაურ სიტუაციაში გადაღებული ფოტოებით (ნიცას აეროპორტი).
ჰარი მეიენმა მეუღლეს ვერაფრით აპატია. მან მიატოვა სამსახური და გალოთდა. რომიმ,რომელიც აქამდეც ხშირად ვარდებოდა დეპრესიაში,მეუღლეს “მიბაძა.” მიუხედავად ამისა 70-იან წლებში მან თავის კარიერაში საუკეთესო როლები შექმნა.

1973 წელს ოფიციალურად განქორწინდნენ… განქორწინებიდან ორი წლის შემდგომ,რომი ხელალხა გათხოვდა. მეორედ ის ცოლად ახალგაზრდა დრამატურგს გაყვა. სამხრეთ საფრანგეთში,მცხოვრები რომი ხასხასა მწვანე ბალახსა და კრიალა ცისფერ ცას შეჰხაროდა.
ბედნიერების პიკზე მაშინ აღმოჩნდა როდესაც გოგონა შეეძინა,სახელად სარა. მაგრამ ბედნიერება როგორც ყოველთვის მცირეხნიანი იყო. 1979 წელს ჰარი მეიენმა თავი ჩამოიხრჩო,რომის ყელსახვევით.

თავის 55-ე ფილმში,როლი ნახევრად შეშლილმა შეასრულა. დღეში რამოდენიმე შეკვრა სიგარეტს ეწეოდა და სასმელის ბოთლს გვერდიდან არ იშორებდა.

მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ იყო ფინალი. მთავარი ტრაგედია ჯერ ისევ წინ იყო. მისი ვაჟი დევიდი,1981 წელს გარდაიცვალა და მისი სიკვდილი საშინელება იყო…

რომი თითქმის გაგიჟდა. მხოლოდ დელონის ნახვას თანხმდებოდა,რომელმაც საკუთარ თავზე აიღო გასვენების პასუხისმგებლობა. გატანჯული და უგამხდრესი რომი სახლიდან გარეთ არ გადიოდა და ჟურნალისტებთან შეხვედრაზე უარს ამბობდა. მსახიობის ცხოვრებისკენ მობრუნება მხოლოდ რეჟისორმა,ჟაკ რუფინომ მოახერხა,რომელმაც შესთავაზა როლი ფილმში “გამვლელი სან-სუსიდან.” მსახიობი შეეხო ისტორიას ქალისას,რომელმაც 12 წლის ბიჭი სიკვდილს გადაარჩინა. მისივე თხოვნით ტიტრების ბოლოს დაეწერა: “ეძღვნება დევიდის და ჰარის სიკვდილს.”

1982 წლის 29 მაისის ღამეს,რომი შნაიდერის ცხედარი იპოვეს. ის საწერ მაგიდასთან იჯდა და თავის ქალიშვილს,სარას წერილს უწერდა. მისი მზერა დევიდის პორტრეტისკენ იყო მიმართული. თავიდან თვლიდნენ,რომ თავი მოიკლა,მაგრამ ექსპერტიზამ დაადგინა,რომ გული გაუსკდა.

გასვენების ამბების მოგვარება ისევ ალენმა აიღო საკუთარ თავზე… მან კუბოში,რომის ზუსტად ისეთივე თაიგული ჩაუდო,როგორიც პირველი შეხვედრისას აჩუქა. წითელი ვარდები…

1 კვირის შემდეგ გაზეთებში გამოჩნდა ალენ დელონის გამოსამშვიდობებელი წერილი,სახელწოდებით: “მშვიდობით ჩემო თოჯინა…”
წერილი ნათარგმნია ქართულ ენაზე და შეგიძლიათ იხილოთ აქ:

P.S. ჩემი რჩევაა,ყველამ ნახოთ ეს ვიდეო. შეუძლებელია,რომელიმე თქვენგანი ამ ვიდეომ გულგრილი დატოვოს. წერილში ნათლად ჩანს,რომ დელონი საკუთარ თავს ადანაშაულებს იმაში რაც რომის შეემთხვა. იყო კიდევაც დამნაშავე. იმის ნახევარი სიყვარულიც კი,რომ ეჩუქებინა სიცოცხლეში,რაც სიკვდილის შემდგომ აჩუქა უკანასკნელი წერილის სახით,ვინ იცის… იქნებ რომი გადარჩენილიყო და ბედნიერ ქალად დარჩენოდა ისტორიას.
მაგრამ ის რომი იყო. ლეგენდარული,მითიური რომი შნაიდერი,რომელიც დიდხანს ებრძოდა ცხოვრებას,უბრალოდ მისმა გულმა,მეტი ვეღარ აიტანა. ჩანს ის,რომივით ძლიერი არ იყო…
და აქვე მინდა გამოვიყენო ალენის ფრაზა. ეს ფრაზა ზუსტად აღნიშნავს თუ რატომ მიყვარს ეს ქალი ესე ძალიან: “თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი…”

ცხოვრება გრძელდება. ჩემი სამუშაო ძალას მმატებს.”
“მე არ ვიცი,როგორ უნდა ვითამაშო,ცხოვრებაში… ფილმში კი ყოვლისშემძლე ვხვდები.”
“მოგონებები საუკეთესო რამა
ა ცხოვრებაში. მე ასე ვთვლი.”
“ჩემი როლების გარეშე,ცხოვრება არ შემიძლია.”
“მე არაფრის აღარ მეშინია ამ ცხოვრებაში… ასაკის გარდა.”
“მინდა შევისწავლო,მინდა განვავითარო,მინდა აღმოვაჩინო ყველაფერი რაც ჩემშია.”

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

გიორგი გახარია:„ ივანიშვილს მოსწონს ეს რეალობა და რას ნიშნავს ცოცხის გაცოცხლება 9 წლის შემდეგ?-თუ როგორ აფასებს რეალობას, რომელიც საქართველოში დღეს ხდება?“

გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს მიმართავს„ბიძინა ივანიშვილს მინდა მივმართო. მან, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკიდან წავიდა და ...