ახალი ამბები
Home / Uncategorized / მოგვაშორეთ სოროსი

მოგვაშორეთ სოროსი

აღსანიშნავია, რომ გამომდინარე თავისი პრიორიტეტებიდან, სოროსის ფონდი დიდ გაღიზიანებას იწვევს კრიტიკოსთა შორის, ამიტომ ეს კრიტიკა ხშირად ემოციურია. მაგრამ ემოცია თავისთავად არ ნიშნავს, რომ აზრი (ამ შემთხვევაში — კრიტიკა) არასწორია. „ნიუსფრონტი“ შეეცდება, ნაბიჯ-ნაბიჯ ამხილოს სოროსის ფონდის („ღია საზოგადოება — საქართველო“) დესტრუქციული ქმედებები და თავი მოუყაროს ქართული საზოგადოების წარმომადგენლების მიერ მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ შეფასებებს. ამავე დროს დავიცავთ ობიექტურობის და ანალიტიკური მიდგომის აუცილებლობის პრინციპს. ოპონენტების სურვილის შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარესაც დავუთმობთ ტრიბუნას.

მაშ ასე, დღეს ვიწყებთ „სოროსელების“ სიის თავმოყრით, რომლებიც ფონდმა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ჩანერგა და საქართველო, ფაქტობრივად, სოროსის საექსპერიმენტო პოლიგონად აქცია.

სულ რომ არაფერი, უცხო ქვეყნის წარმომადგენლის მიერ დაარსებული ფონდი ამზადებდეს კადრებს ქვეყნის საკვანძო თანამდებობების დასაკავებლად, ნებისმიერ შემთხვევაში დიდი საფრთხის შემცველია ამ ქვეყნისათვის ანუ საქართველოსთვის. უკვე ეს ფაქტი თავისთავად არის შეუფერებელი სუვერენული სახელმწიფოსათვის, რის პრეტენზიაც საქართველოს აქვს. არადა, სოროსის ფონდმა შეძლო, თავისი ყოფილი თანამშრომლებით დაეკომპლექტებინა სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი თანამდებობები და ამ გზით ძირი გამოუთხარა საქართველოს სუვერენულ განვითარებას.

სააკაშვილის დროს, გვახსოვს, იყო ასეთი დაუცხრომელი კახა-ალექსანდრე ლომაია, ჯერ განათლების მინისტრი, შემდეგ კი უშიშროების საბჭოს მდივანი, ძალზე გავლენიანი პოლიტიკოსი სააკაშვილის კარზე, რომელიც მანამდე სწორედ სოროსის ფონდის, „ღია საზოგადოება — საქართველოს“ დირექტორად მუშაობდა და გამოირჩეოდა განსაკუთრებული შეუწყნარებლობით განსხვავებული პოლიტიკური აზრის მქონე ადამიანების მიმართ. ერთი რიგითი თანამშრომელი მან თავის დროზე სამსახურიდან გააგდო იმის გამო, რომ ამ თანამშრომლის მეუღლე, ჟურნალისტი, ასლან აბაშიძის დროს აჭარის სახელმწიფო ტელევიზიაში მიიღეს საინფორმაციო გადაცემის წამყვანად.

ლომაიას დიდი წვლილი მიუძღვის 2008 წლის ომის გაჩაღებაში და ამ ომის სამარცხვინოდ დასრულებაში. ყველას გვახსოვს, ყველის ვაჭარივით გაკრეჭილი ლომაია როგორ დაყვებოდა გენერალ ბორისოვს გორში და გენერლის ყველა კაპრიზს ასრულებდა.

მანამდე, ლომაიამ ყველაფერი გააკეთა განათლების სისტემის დასანგრევად, უამრავი კვალიფიციური პროფესორ-მასწავლებელი გამოყარა უმაღლესი სასწავლებლებიდან „რეფორმების“ საბაბით და იქ თავისი პატარა „სოროსელები“ ჩანერგა. ლომაიას სახელს უკავშირდება სკოლებში „გენდერული“ და „სექსუალური“ თემების შეტანის მცდელობა (და არც თუ წარუმატებელი იყო ეს მცდელობები), სკოლებში საქართველოს ისტორიის და მშობლიური ენა-ლიტერატურის საათების მინიმუმამდე დაყვანა, რუსული ენის განდევნა, კვლევითი ინსტიტუტების დახურვა-გაყიდვა  და კიდევ უამრავი მავნე მოვლენა.

თუმცა მხოლოდ ლომაია როდი გამოირჩეოდა, მთელი სააკაშვილისეული „ბომონდი“ სოროსული ფესვებიდან მოდის. 2007 წელს, ნოემბრის მიტინგების შემდეგ, ფრიდონ დოჩიამ გაზეთ „ჯორჯიან ტაიმსში“ გამოაქვეყნა სოროსის ფონდ „ღია საზოგადოების“ ყოფილ თანამშრომელთა სია, რომლებიც იმჟამად მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებს იკავებდნენ:

ლადო გურგენიძე — პრემიერ-მინისტრი;

ზურაბ ნოღაიდელი —  ყოფილი პრემიერ-მინისტრი;

კახა-ალექსანდრე ლომაია — უშიშროების საბჭოს მდივანი;

გოკა გაბაშვილი — კულტურისა და სპორტის მინისტრი;

ლექსო ალექსიშვილი — ყოფილი ფინანსთა მინისტრი;

გია ქავთარაძე — ყოფილი იუსტიციის მინისტრი;

გიორგი პაპუაშვილი — საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე;

გიგი უგულავა — თბილისის მერი;

ზურაბ ჭიაბერაშვილი _-საქართველოს წარმომადგენელი ევროსაბჭოში;

გიგა ბოკერია — პარლამენტარი, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი;

გივი თარგამაძე — პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე;

მაია ნადირაძე — უმრავლესობის ლიდერი;

ხათუნა გოგორიშვილი — პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;

ლევან რამიშვილი — «თავისუფლების ინსტიტუტის» ხელმძღვანელი;

თეა თუთბერიძე — «თავისუფლების ინსტიტუტის» ერთ-ერთი ხელმძღვანელი;

დავით დარჩიაშვილი — ფონდ «ღია საზოგადოება – საქართველოს» ხელმძღვანელი (შემდგომში ისიც გავლენიანი პარლამენტარი გახდა — «ნიუსფრონტის შენიშვნა»);

გია ხუბუა — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი;

გიგი თევზაძე — ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი;

გია ბუღაძე — სამხატვრო აკადემიის რექტორი;

ლაშა ბუღაძე — მთავრობასთან დაახლოებული მწერალი (გია ბუღაძის შვილი — «ნიუსფრონტის» შენიშვნა).

თუმცა, არც ხელისუფლების მოწინააღმდეგენი და დღევანელი ოპოზიციის თვალსაჩინო წარმომადგენლები იყვნენ სოროსთან მწყრალად:

თინა ხიდაშელი — «რესპუბლიკელი», გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, რომელმაც სულ რამდენიმე თვის წინ დატოვა საქართველოში სოროსის ფონდის ბორდის ხელმძღვანელის თანამდებობა;

დავით უსუფაშვილი — «რესპუბლიკური პარტიის» თავმჯდომარე;

დავით ზურაბიშვილი — პარლამენტარი, «რესპუბლიკელი»;

ლევან ბერძენიშვილი — პარლამენტარი, «რესპუბლიკელი»;

დავით ბერძენიშვილი — პარლამენტარი, «რესპუბლიკელი»;

ირაკლი ოქრუაშვილი — ყოფილი თავდაცვის მინიტრი, ოპოზიციის მხარდამჭერი;

რატი ამაღლობელი — პოეტი, ოპოზიციის მხარდამჭერი.

— წერდა ფრიდონ დოჩია 2007 წელს.

როგორც იცით, ამ სიაში ჩამოთვლილ პირთა დიდი ნაწილი დღესაც აქტიურია პოლიტიკურად. მაგრამ ასევე არიან თანამდებობის პირები — სოროსის ფონდის ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც აგრძელებენ სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრას კონკრეტული თანამდებობების გამოყენებით. «მათი ბიოგრაფიების ქექვისას ირკვევა, რომ ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოში” მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება თითქმის აუცილებლობა ყოფილა საქართველოს მთავრობაში ან პარლამენტში მოსახვედრად. მცირე გამონაკლისის გარდა, ეს “ბიძინას ბიჭები” სხვადასხვა პერიოდში სწორედ იმ ორგანიზაციაში მუშაობდნენ, რომელიც უბრალო ადამიანებისთვის “სოროსის ფონდის” სახელით არის ცნობილი. იქნებ პროცესების მართვა უკვე სრულიად გადაიბარა იმ გლობალურმა ძალამ, რომელმაც 2012 წელს მიშა სააკაშვილისთვის ჭკუის სწავლებაც გადაწყვიტა?!» — წერდა პუბლიცისტი ბაკურ სვანიძე 2018 წლის 27 აპრილს, გაზეთში „საქართველო და მსოფლიო“ და გულისხმობდა შემდეგ პარლამენტარებს:

ირაკლი კობახიძე — იმჟამად პარლამენტის თავმჯდომარე;

არჩილ თალაკვაძე — იმჟამად საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, დღეს — პარლამენტის თავმჯდომარე;

მამუკა მდინარაძე — ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი;

თამარ ჩუგოშვილი — იმჟამად პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე

და კიდევ სხვები, დაწყებული ზარდიაშვილით, დამთავრებული სოფიო ქაცარავათი.

„ქოცი“ სოროსელები, ისევე, როგორც მათი წინამორბედი „ნაცი“ სოროსელები, უკიდურესი შეუწყნარებლობით გამოირჩევიან პოლიტიკურად სხვაგვარად მოაზროვნეთა მიმართ. იგივე ბაკურ სვანიძე სამართლიანად აღნიშნავს:

«ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამოიკვეთა ტენდენცია, რომ “ოცნების” სიით პარლამენტში შესული ის პირები, რომლებიც ან კომიტეტის თავმჯდომარედ, ან მის მოადგილედ დაინიშნენ, თავს, დანარჩენი პარლამენტარების კოლეგად კი არა, მათ უფროსად მიიჩნევენ.

ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ ამის მაგალითს კოლეგებს თვითონ პარლამენტის თავმჯდომარე აძლევს. ადრეც აღვნიშნეთ ირაკლი კობახიძის განცხადებები იმის შესახებ, რომ “საქართველოს პარლამენტში პროცესები ჩვეულებრივად, იერარქიულად იმართება და ეს ნორმალურია”, პირდაპირ მიანიშნებს მის მიდრეკილებაზე დიქტატორობისადმი და ფაქტია, რომ სპიკერს პარლამენტარებთან არა თანამშრომლობა, არამეთ მათი მართვა სურს.

ამ დღეებში პარლამენტის თავმჯდომარეს მიბაძა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემაც. მის “უდიდებულესობა” არჩილ თალაკვაძეს არ მოეწონა პარლამენტარ დავით ჭიჭინაძის ზოგიერთი კომენტარი მედიასთან და… არც მეტი, არც ნაკლები, “კაბინეტში დაიბარა”. დიახ, დიახ! კი არ სთხოვა, მობრძანდით, ვისაუბროთო, არამედ “ბოლშევიკურად” განაცხადა: “დავით ჭიჭინაძეს ჩემს კაბინეტში მძიმე კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა!”, ანუ, თუკი დავით ჭიჭინაძემ მის “უდიდებულესობას” დამაკმაყოფილებელი პასუხები არ გასცა “მძიმე კითხვებზე”, მან შეიძლება ცოცხალმაც ვეღარ გამოაღწიოს მისი კაბინეტიდან».

«ნიუსფრონტი-საქართველო“ (გაგრძელება იქნება)

https://ge.news-front.info/2019/12/06/sorosis-phondi-saqarthvelos-politikuri-kadrebis-boroti-mtchedeli/?fbclid=IwAR3Jfl8Xx4e4KbUqq1jJmzP9R4Xx4BaY3AR8ThN_K93pix7C0xmvJ6EL8LM

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ოხრად დარჩენილა ყველა პარლამენტი და ყველა პარლამენტარი! -უპასუხისმგებლო მთავრობანი კი აქამდეც აქცევდნენ ქვეყანას და ბოლოს სულაც გააქრობენ“

„ჯერ ერთი ოხრად დარჩენილა ყველა პარლამენტი და ყველა პარლამენტარი! თუ პოლიტიკოსი ხარ, წარმოადგინეთ თქვნი პროგრამა, ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com