ახალი ამბები
Home / არჩევნები / „ მნიშვნელობა არ აქვს, რა უსულო საგანს შეიტანენ ისინი პრეზიდენტის სასახლეში“-ყველა კრიმინალი, კორუფციონერი, ნარკომანი – ყველა საქმეში იყო ჩართული“-გრიგოლ ვაშაძე

„ მნიშვნელობა არ აქვს, რა უსულო საგანს შეიტანენ ისინი პრეზიდენტის სასახლეში“-ყველა კრიმინალი, კორუფციონერი, ნარკომანი – ყველა საქმეში იყო ჩართული“-გრიგოლ ვაშაძე

„ასეთი არჩევნები საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა. ვისი მობილიზაციაც ხელისუფლებას შეეძლო, ყველას მობილიზაცია მოხდა. მოხდა ყველას მოსყიდვა. ყველა კრიმინალი, კორუფციონერი, ნარკომანი – ყველა საქმეში იყო ჩართული. მიუხედავად ამისა, დღეს, 17:00 საათის მდგომარეობით, 756 ათასი ხმა მიიღო გაერთიანებულმა ოპოზიციამ და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ორ შედეგს მივაღწიეთ უკვე, როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს არჩევნები. პირველი არის ის, რომ გაერთიანებული ოპოზიცია შედგა. ეს არის მძლავრი ძალა. ჩვენ დაშლას არ ვაპირებთ და ყველაფერი ახლა იწყება. ამ არჩევნებით, ე.წ. ქურდულმა ოცნებამ დაკარგა ლეგიტიმაციის ბოლო ნიშანი. აბსოლუტურად მნიშვნელობა არ აქვს, რა უსულო საგანს შეიტანენ ისინი პრეზიდენტის სასახლეში. ამ ხელისუფლების საქმე დამთავრებულია, რადგან ასეთი სირცხვილი, რაც შეეხება დემოკრატიულ არჩევნებს, საქართველოს არ უნახავს”,განაცხადა გრიგოლ  ვაშაძემ.

ეს განცხადება პრეზიდენტობის კანდიდატმა   გრიგოლ ვაშაძემ ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ გააკეთა

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

“სტალინის გამო შემიძლია ტანკსაც შევუვარდე”-ემზარ კვიციანი

“პატრიოტთა ალიანსის” ერთ- ერთმა ლიდერმა ემზარ კვიციანმა ,,მეტრონომის” ბლიც ინტერვიუში სტალინზე ისაუბრა. “სტალინი ჩემთვის იყო ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com