ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / მკითხველის გამოხმაურება: საქართველოს-ამ პოტენციალის ქვეყანას, არც დასალევი და არც სარწყავი წყალი რომ არ ექნება, რა ჰქვია ამას, წყლის მაფია??!

მკითხველის გამოხმაურება: საქართველოს-ამ პოტენციალის ქვეყანას, არც დასალევი და არც სარწყავი წყალი რომ არ ექნება, რა ჰქვია ამას, წყლის მაფია??!

ფესიბუქგამოხმურება:

გედევან დარბაიძე: ამ პოტენციალის ქვეყანას, არც დასალევი და არც სარწყავი წყალი რომ არ ექნება, რა ჰქვია ამას?!!! __ ფეისბუქმომხმარებლის გამოხმაურება, წყლიან საქართველოში,წყლის პრობლემასთან დაკავშირებით! · (პრობლემა,რომელიც,თურმე,მხოლოდ თამაზ ჭეიშვილს აწუხებს!)

**

ბარბაროსობა ხომ არა ჰქვია შემთხვევით, საკუთარი ქვეყნის და მოსახლეობის მიმართ? ეს რბილად ნათქვამია, რეალურად კი, თანამდებობის დატოვება მოუწევდა ბევრ უგულო ადამიანს, რომლებსაც სულ ფეხებზე ჰკიდია, როგორ ცოვრობს ადამიანების ის ნაწილი, რომლებსაც არანაირი წლის რესურსი არ გააჩნია, გარდა წვიმის წყლისა. რა ჯდება განა, რომ სარწყავი სისტემები შეიქმნას, თუნდაც ხელახლა?! ადრე ხომ იყო, იმ ,,ვერაგ,, სოციალიზმში, ეხლა რა ხდება, არ შეიძლება?! ვინმემ ერთხელ და სამუდამოდ გადაუჭრას სოფლის მოსახლეობას ეს პრობლემა?!

შეადგინეთ კალკულაცია და გამოაქვეყნეთ, იქნება ვინმეს, ქვეყნისთვის გულანთებულ ადამიანს გაუჩნდეს სურვილი და ჩადოს ფული ამ ყველაზე მეტად საჭირბოროტო საქმეში?!

სცადეთ ყველანაირი ხერხი! ახლო მომავალში, მსოფლიო გლობალური კატასთროფის წინაშე დადგება, რომელსაც გლობალური დათბობა ჰქვია და გადარჩება ის ქვეყნები, რომელსაც წყალი აქვს. მსოფლიოს ბევრი ქვეყანა სწორედ ამისთვის იბრძვის, უდაბნოც წალკოტად აქციოს, ჩვენ კი ამ საკითხსაც უკუღმა განვიხილავთ, როგორც ბევრ სხვას, მას მერე, რაც ,,თავისუფლება,“ მივიღეთ, წალკოტი უდაბნოდ ვაქციეთ და თავი მოგვაქვს, როგორც განვითარების გზაზე მდგომ ქვეყანას. ეს ხომ მოტყუებაა ხალხის და თვალებში ნაცრის შეყრა.

მდინარეთა უდიდესი ნაწილი მიედინება, მტკვარს უერთდება და ჩადის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, კასპიის ზღვაში, დალოცვილო თუ შენი ქვეყანა გტკივა, თუ პატრიოტი ხარ, მანამდე, სანამ იქ ჩავა, გამოიყენე ეს ღმერთისგან მოცემული პოტენციალი და დაქსელე მთელი ქვეყანა სარწყავი არხებით, შენი წყალი შენვე გამოიყენე, რაში აძლევ სხვას?!

ყველანაირი ფუფუნება უნდა მოვიკლოთ და ეს საშური და აუცილებელი პროექტი უნდა განხორციელდეს, სხვა საშველი ქვეყანას, უბრალოდ არ აქვს, ეს ფაქტია, მაგრამ მოარული ხმებიდან ინფორმაცია ჟონავს, ამ საქმეშიც მაფია ზისოო….

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

“რუსთავი2”-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს

    “რუსთავი2”-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს.  “საზოგადოებისათვის ცნობილია ბოლო დღეებში ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com