ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „მკვლელები შეიწყალეს, მამა გიორგი მამალაძე კი არა“

„მკვლელები შეიწყალეს, მამა გიორგი მამალაძე კი არა“

„არ შემიძლია რამდენიმე სიტყვა არ ვთქვა იმ მდგომარეობის შესახებ, რაც შეიქმნა მძიმე დანაშაულობათა გამო გასამართლებულ პატიმართა შეწყალებასთან დაკავშირებით. ამ შეწყალების აქტის გამოცემას საზოგადოებაში ძალიან მწვავე რეაქცია მოჰყვა და საჯაროდ გამოთქმული არაორაზროვანი ვარაუდების გამო გამოძიებაც კი დაიწყო შესაბამისმა ორგანომ ე.წ. შეწყალების სიის წარმომავლობასთან დაკავშირებით; არსებულის ფონზე ჩვენს გულისტკივილს იწვევს ის უმოწყალობა, რასაც ვხედავთ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ, რომელსაც მისჯილი აქვს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა. იმის შემდეგ, რასაც ამ დღეებში ვხედავთ და გვესმის, კიდევ უფრო მეტად დამაფიქრებელია ის ე.წ. „პრინციპული“ უმოწყალობა, რასაც ადგილი აქვს დატყვევებული დეკანოზის მიმართ; მით უფრო, რომ საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი ეჭვის თვალით უყურებს მის ბრალეულობას.

საზოგადოდ კი უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ, ქრისტიანებს, არ გვესწავლება, რომ შეწყალება (პატიება), ეს უაღრესად ჰუმანური ქმედება, არის ქრისტიანული ცხოვრებისა და მსახურების შემადგენელი მნიშვნელოვანი ასპექტი. გავიხსენოთ, თუნდაც, წმიდა სახარებისეული იგავი უწყალო მონის შესახებ (მთ. 18,21-35), სადაც საუბარია ადამიანზე, რომელსაც ბატონმა დიდი ვალი აპატია, ხოლო მან, თავის მხრივ, არ აპატია მცირედი ვალი ადამიანს, რომელსაც, პირიქით, მისი ემართა; უმოწყალობის შედეგი ძალიან მძიმე აღმოჩნდა. მიუტევე და მოგეტევება; აი, მთავარი სამოქმედო პრინციპი ქრისტიანისა.“

ამონარიდი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის ქადაგებიდან.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ლუკა კურტანიძემ ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, თავისუფალ ჭიდაობაში, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ლუკა კურტანიძემ ვეტერანთა მსოფლიოს ჩემპიონატი ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com