ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „მკვდარი შვილის სულს ყიდის ყოველდღე, ქორვაჭარი!“

„მკვდარი შვილის სულს ყიდის ყოველდღე, ქორვაჭარი!“

დღეს საქალაქო სასამართლოში დაპირისპირება ხორავას ქუჩის საქმეზე მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიასა და დაღუპულ დავით სარალიძის მამას შორის მოხდა. მოწმის დაკითხვისას გაღიზიანებულმა ზაზა სარალიძე პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა.

„დანარჩენი ბატონო ზურაბ თქვენზეა, საკმარისი იყო ჩემთვის ეს ჩვენება”, – მიმართა ზაზა სარალიძემ მიხეილ კალანდიას ადვოკატს ზურაბ თოდუას.

ამ რეპლიკას დარბაზში მიხეილ კალანდიას მამის, თენგიზ კალანდიასა და ძმის, ლუკა კალანდიას მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა, რის გამოც დარბაზიდან ზაზა სარალიძეს გაეკიდნენ და ზაზა სარალიძეს ქორვაჭარი უწოდეს.

“მკვდარ შვილს ჰყიდის და მე რას მიზამს? თავისი შვილის სულს ყიდის ყოველდღე, ქორვაჭარი!“ – განაცხადა მიხეილ კალანდიას მამამ.

“მე მაგას კაცად არ ვთლი! ხელებს რომ აბრახუნებს და სპექტაკლებს დგამს, უნიჭო მსახიობია… თქვენ ვერ ატყობთ, ვერ ხედავთ? ჩალითაა ქვეყანა დახურული და ვერ ატყობთ რომ ქორვაჭარია? ვინც მეტ ფულს უხდის, იმისკენ რომ არის, ვერ ხედავთ?“ – განუცხადა მიხეილ კალანდიას მამამ ჟურნალისტებს.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

უგულავა, კეზერაშვილი და სხვები, ყოფილი მაღალჩინოსნების ზღვარგადასული გართობა

ეს ფოტოები წვეულების ერთ-ერთმა სტუმარმა მოგვაწოდა. მისი თქმით, ფოტოები ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს, მისი მეუღლის ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com