ახალი ამბები
Home / ანალიზი / მიხეილ სააკაშვილმა კობა დავითაშვილის სიკვდილი შეუკვეთა? რა ვერ აპატია დავითაშვილს შვილის ნათლია სააკაშვილმა?

მიხეილ სააკაშვილმა კობა დავითაშვილის სიკვდილი შეუკვეთა? რა ვერ აპატია დავითაშვილს შვილის ნათლია სააკაშვილმა?

 7 ნოემბერი მძიმე  დღეა თავად კობა დავითაშვილისათვის, რომელიც ერთ დროს სააკაშვილთან და ნაცმოძრაობასთან იყო, უფრო მეიც სააკაშვილი კობა დავითაშვილის ბავშვის ნათლიაა, სწორედ ნათელ-მირონობა გაუწყრა.

მიხეილ სააკაშვილს და კობა  დავითაშვილი  ჯერ კიდევ 2006წელს  გაიტაცეს და მერე სასიკვდილოდ ცემეს. მოგვიანებით კობა დავითაშვილი გორში იპოვეს მომაკვდავ მდგომარეობაში.

კობა დავიაშვილი  2007 წლის 7 ნოემბერს იხსენებს, მან რისდაველზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა, კობა დავითაშვილმა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ნაწილობრივ ხელისუფლებაშია.

მე მოთხოვნა არ მაქვს იმ ხელისუფლების მიმართ, რომელმაც დაუშვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გვემუქრება რევანშით, ახალი 7 ნოემბრით, ახალი 26 მაისით, ახალი ძალადობით და ახალი მკვლელობებით. ეს ამ ხელისუფლების სინდისზეა და მე მათ მიმართ არ მაქვს არანაირი მოთხოვნა. პირადად მე არ დავუშვებ „ნაციონალური მოძრაობის“ მობრუნებას ხელისუფლებაში.

„ნაციონალური მოძრაობის“ ჯალათები ხელისუფლების სამსახურში დგანან და დაწინაურებულებიც კი არიან და აგრძელებენ ჯალათობას. ამის ნათელი მაგალითია მირზა სუბელიანი, რომელიც იყო პროკურორი 26 მაისის საქმეზე და იმას კი არ იძიებდა, როგორ გაუსწორდნენ ხალხს, არამედ პოლიტპატიმრებზე ფიზიკურ ზეწოლას ახორციელებდა, რომ მათგან ჩვენებები გამოეძალა”,- განაცხადა დავითაშვილმა.

 

 შეგახსენებთ კობა დავითაშვილის და მიხეილ სააკაშვილის დაპირისპირების პრეისტორიას:

 

კობა დავითაშვილს 2006 წლის ივნისში, მისსავე სახლთან დაესხნენ თავს. შედეგად პოლიტიკოსის მეზობელი დაიჭრა. თავდასხმის საქმე შსს მალევე გახსნა და განაცხადა, რომ თავდამსხმელი 1981 წლის 23 ივნისს დაბადებული, რუსეთის მოქალაქე გიორგი კურტაევი იყო.

„კობა დავითაშვილი გამოვიდა და სიბინძურეები ილაპარაკა ჩემზე და ჩემს ოჯახზე. ამის შემდეგ, მოხდა ეს ცნობილი ჩანაწერი. მაშინ ვიყავი ჩინეთში ვიზიტით, ვანო მერაბიშვილს ველაპარაკებოდი სხვადასხვა თემაზე და მეუბნება, რომ იცოდე, კობა დავითაშვილი, ჩათვალე რომ მკვდარია. პოლიტიკურად მკვდარიაო, თუ არადა ნახავო, მალე მოკვდებაო, ახლა ყველაფერს ვერ გეტყვიო. ეს რომ მითხრა, ეგრევე დავუკიდე. ჩინეთში ვიყავი, რუსები ყველაფერს იწერდნენ. მერე იყო ცნობილი ისტორია, ორი კვირის შემდეგ, კობა დავითაშვილმა განაცხადა, რომ ჩემი მოკვლა სცადესო. ბევრჯერ ამბობდნენ ასეთ სისულელეებს და არ ვაქცევდი ყურადღებას რუსებმა გამოაგზავნეს კურტაევი, მახსოვს, ჰქონდათ ეს ჩანაწერი, ჰქონდათ ის ფაქტი, რომ მას ჩემზე ჰქონდა ნალაპარაკევი და შემთხვევით გადარჩა. “ეფესბემ” გამოაგზავნა კურტაევი დავითაშვილის მოსაკლავად და რომ მოეკლა დავითაშვილი, ვის დავუმტკიცებდი, რომ არაფერი კავშირი არ მაქვს დავითაშვილის მკვლელობასთან. ასეთი მეთოდებით მუშაობდნენ ჩვენ წინააღმდეგ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

***

პარლამენტის ყოფილი წევრი კობა დავითაშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საგამოძიებო უწყებებს საქმის წარმოების დაწყებას სთხოვს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

კობა დავითაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა 1 ივლისს, “რუსთავი 2”-თან ინტერვიუში, პირდაპირ ეთერში აღიარა, რომ სწორედ მისი და ვანო მერაბიშვილის ინიციატივით ჩაწერეს კობა დავითაშვილი ფარულად.

„მაშინდელი კანონმდებლობა კრძალავდა პარლამენტის წევრის ჩაწერას საერთოდ. ამიტომ სააკაშვილმა მაშინ მოიგონა ტყუილი, რომ მე სახელმწიფომ კი არა, არამედ იმ სუფრის მოანაწილე ერთ-ერთმა პირმა ჩამწერა, რომელიც ძალიან მოკლე ხანში გარდაიცვალა გაურკვეველ ვითარებაში. სააკაშვილს ეს ყველაფერი დაავიწყდა და მერაბიშვილსაც დაადო ხელი. განაცხადა, რომ მერაბიშვილმა დაურეკა და უთხრა, კობა დავითაშვილს პოლიტიკურ გვამად ვაქცევ, ასეთი იდეაო მომივიდაო. ჩანაწერი გაკეთებული იყო ბევრად გვიან, თავდასხმის ფაქტის შემდეგ. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც ექსპრეზიდენტმა პირდაპირ ეთერში აღიარა და ხელი დაადო ვანო მერაბიშვილს. მოვითხოვ ან შსს-მ, ან პროკურატურამ, თავად გადაწყვიტონ რომელმა, დაუყონებლივ დაკითხონ ამ საქმეზე ვანო მერაბიშვილი, დაიწყოს გამოძიება სააკაშვილის მიმართ, ხელისუფლების ბოროტად გამოყენების გამო, რაც პარლამენტის წევრის მიმართ უკანონო დევნაში მდგომარეობდა“, – აცხადებს კობა დავითაშვილი.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში მიხეილ სააკაშვილს გადაცემის წამყვანმა ნიკა გვარამიამ, რომელიც მაშინ გენერალური პროკურორის მოადგილე იყო, სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს დეპუტატებზე განხორციელებული თავდასხმების საქმეების გამოძიების შესახებ ჰკითხა.

 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„2008 წლის აგვისტოს ომის ცოცხალი გმირი-ირაკლი გოგოლაძე-სოციალური დახმარება „პლიტის“ ჩართვის გამო მოუხსნეს,ის ძიმე მდგომარეობაშია“…(ვიდეო)

„2008 წლის აგვისტოს ომის ცოცხალი გმირი „ სასწრაფოდ !!! გაავრცელეთ ამ სამარცხვინო ფაქტის შესახებ მთელმა ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com