ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩასვლას დღეს აპირებს

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩასვლას დღეს აპირებს

სააკაშვილმა „კურიერთან“ საუბრისას განაცხადა, მას მოქალაქეობა უკანონოდ ჰქონდა ჩამორთმეული.

„მან დამიბრუნა უკრაინის მოქალაქეობა, რომელიც უკანონოდ მქონდა ჩამორთმეული, ისევე, როგორც უკანონოდ ვიყავი გაძევებული ქვეყნიდან. დღის მეორე ნახევარში ჩავფრინდები კიევში, სადაც მყავს ძალიან ბევრი თანამებრძოლი, კიევში, სადაც ვსწავლობდი, კიევში, სადაც ვმსახურობდი არმიაში; კიევში, სადაც ბევრი მიბრძოლია და ციხეშიც კი ვმჯდარვარ. რა თქმა უნდა, კიევში ვბრუნდები, მაგრამ ჩემი ყველა ფიქრი უკრაინაზე და საქართველოზეც არის, რა თქმა უნდა. მე დავეხმარები უკრაინის ახალ პრეზიდენტს, ძალიან საინტერესო პიროვნებას, რომელსაც ვიცნობ დიდი ხანია, დავეხმარები ზელენსკის და დავეხმარები უკრაინელ ხალხს. უკრაინაში ჩემ წინააღმდეგ იყო ზუსტად ისეთივე პოლიტიკური დევნა, როგორც საქართველოში“, – განაცხადა სააკაშვილმა.

.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

აღკეთეთ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა (ვიდეო)

Share

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com