ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / მიხეილ სააკაშვილი: „მე და გიგი და ყველანი საბოლოო ჯამში ჩვენ ვართ ერთი ოჯახი“…

მიხეილ სააკაშვილი: „მე და გიგი და ყველანი საბოლოო ჯამში ჩვენ ვართ ერთი ოჯახი“…

გიგი უგულავა და ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური დაპირისპირების შემდეგ კვლავ ერთად არიან და ახალ  პოლიტიკურ ოჯახს ქმნიან. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, პოლიტიკაში  ხელახლა მოსვლის და ხელისუფლების კვლავ ჩასაგდებად ისინი  ყველაფერი ივიწყებენ.

 

„მნიშვნელოვანია, რომ „ევროპის სახალო პარტიის“ ყრილობაზე ვხვდებით, იმიტომ რომ „ევროპის სახალხო პარტიამ“ გადამწყვეტი როლი ითამაშა “ევროპული საქართველოს” და “ნაციონალური მოძრაობის” დაახლოებაში, საერთო პლატფორმის შექმნაში. გიგი უგულავას მადლობა ვუთხარი მართლა ძალიან მაგარი პოზიციის გამოხატვისთვის, რაც გააკეთეს გიგიმ და სხვა ლიდერებმა. ეს არის ახალი პოლიტიკური კულტურის ბოლომდე დამკვიდრება საქართველოში. მათ ჰყავთ ძალიან ბევრი აქტივისტი, მათ ჰყავთ ძალიან ბევრი გულწრფელი მომხრე და ყველანი მივხვდით, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენ ვართ ერთი ოჯახი, ჩვენ გვაქვს ერთი სამშობლო, გვაქვს ერთი სამიზნე, გვყავს ერთი მტერი და ჩვენი ქვეყანა გვაქვს გადასარჩენი. ახალი ერთობა იქმნება, ბევრად უფრო ფართო, ვიდრე ეს ორი პარტია და ბევრად უფრო ფართო, ვიდრე ჩვენი ურთიერთობებია“, – განუცხადა  ექპსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ყველანი მივხვდით, რომ – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა ჰელსინკში, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერთან, გიგი უგულავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ვივუსი“-ფინანსთა სამინისტრო უარს ამბობს ვადაგასული სესხების პატიება-გამოსყიდვაზე

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ‘VIVUS.GE” მთავრობის მიერ მოქალაქეთათვის სასესხო ვალდებულებების ჩამოწერასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „დაახლოებით ორი კვირის ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com