ახალი ამბები
Home / Uncategorized / მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია

მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია

მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინზე განაცხადა.

„მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ძებნილი, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია. იგი გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში. ჩვენმა სამართალდამცველებმა უმაღლეს დონეზე ჩაატარეს ძებნილი მიხეილ სააკაშვილის დაკავების ღონისძიება“, – აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, სამართალდამცავ უწყებებს ჰქონდათ სააკაშვილის გადაადგილების შესახებ ინფორმაცია და შეირჩა ისეთი დრო, რომ დაკავებისთვის მინიმალური ხელისშემშლელი ფაქტორები ყოფილიყო.

“ჩვენ სამართალდამცავ უწყებებს ჰქონდათ წინასწარ ინფორმაცია, მისი გადადგილების შესახებ. დაწყებული უკრაინიდან, საქართველოს მიმართულებით. ეს პროცესი იყო სრული კონტროლის ქვეშ. მიმდინარეობდა შესაბამისი ღონისძიებები, უწყებები კოორდინირებულად მუშაობდნენ და შეირჩა ისეთი დრო და ადგილი, რომ დაკავებისთვის მინიმალური ხელისშემშლელი ფაქტორები ყოფილიყო“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

გიორგი გახარია:„ ივანიშვილს მოსწონს ეს რეალობა და რას ნიშნავს ცოცხის გაცოცხლება 9 წლის შემდეგ?-თუ როგორ აფასებს რეალობას, რომელიც საქართველოში დღეს ხდება?“

გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს მიმართავს„ბიძინა ივანიშვილს მინდა მივმართო. მან, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკიდან წავიდა და ...