ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / მიხეილ სააკაშვილი:„ივანიშვილი,ცდილობს, რომ საქართველო ჩაიდოს ჯიბეში, ხალხო, თქვენ კარგავთ თქვენს ქვეყანას, არ შეიძლება, რომ ჩვენმა ერმა შეალახინოს ამ ჯაყოს თავმოყვარეობა“,

მიხეილ სააკაშვილი:„ივანიშვილი,ცდილობს, რომ საქართველო ჩაიდოს ჯიბეში, ხალხო, თქვენ კარგავთ თქვენს ქვეყანას, არ შეიძლება, რომ ჩვენმა ერმა შეალახინოს ამ ჯაყოს თავმოყვარეობა“,

 ექსპრეზიდენტი სააკაშვილი  ოპოზიციას  ბიძინა ივანიშვილის  და
არსებულ ხელიუფლებას წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებს, რომელთაც არჩევნების გაყალბებაში ბრალს სდებს:

„არჩევნები არის მოპარული. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ ეს დაწერა თავის დასკვნებში. ნახეთ, რა უბადრუკი წარმომადგენლობა ჩამოდის ამ ინაუგურაციაზე. ეს ხომ მაჩვენებელია უბრალოდ იმისა, რომ მთელი მსოფლიო გეუბნება: აჰაა, ჩვენი დასკვნები, პრაქტიკულად ძალით ნუ გვაღიარებინებთ იმას, რისი აღიარებაც არ შეიძლება, მაგრამ თქვენც გამოიჩინეთ თავი, თქვენც გაანძრიეთ ხელი

აქ უკვე აღარ არის საკითხი იმაზე, რომ „ქოცი“, „შუაშისტი“, „ნაციონალი“, აქ არის ერთი მხრივ ივანიშვილი, მეორე მხრივ დანარჩენი საქართველო – ივანიშვილი, რომელიც ცდილობს, რომ საქართველო ჩაიდოს ჯიბეში და მეორე მხრივ საქართველო, ქართველი ხალხი, მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიებისა, რომელმაც უნდა დაიბრუნოს თავისი ქვეყანა, რომლის ახევასაც ცდილობს ეს ხარბი ოლიგარქი. და როდესაც ჩვენ გველაპარაკებიან, არ უნდა იყოს სიძულვილის ენა, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ მართლაც არ უნდა იყოს სიძულვილის ენა.

მაგრამ როდესაც გვეუბნებიან, სიძულვილი არ უნდა გქონდეთ, – უნდა გვქონდეს თუ არა პუტინის სიძულვილი?! უნდა გვქონდეს პუტინის სიძულვილი იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის მტერი.

უნდა გვქონდეს თუ არა იმ ადამიანის სიძულვილი, რომელიც ანადგურებს ჩვენს ქვეყანას და სპობს, მათ შორის პუტინის დავალებით. და ასეთი ადამიანია ივანიშვილი და დიახ, მე ვამბობ, ჩვენ უნდა გვქონდეს საქართველოს მტრის, ივანიშვილის სიძულვილი მანამ, სანამ ის ანადგურებს ჩვენს ქვეყანას.

. ხალხო, თქვენ კარგავთ თქვენს ქვეყანას, ჩვენ ვკარგავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენ ყველანი ვართ ლიდერი საკუთარი თავის გადარჩენაში… ქვეყანას გართმევთ ივანიშვილი და თქვენ უნდა წამოიღოთ ის უკან. ნუ დაელოდებით ლიდერებს. ჩვენ აუცილებლად მას დავამარცხებთ. ჩვენ ის დავამარცხეთ არჩევნებზე. მან ჩვენი გამარჯვება მოიპარა, იმიტომ რომ ჩვენ ვითამაშეთ წესების მიხედვით და მან ყველა წესი დაარღვია და ახლა წესების დამრღვევს საქართველომ უნდა გასცეს პასუხი და აუცილებლად გასცემს პასუხს. არ შეიძლება, რომ ჩვენმა ერმა შეალახინოს ამ ჯაყოს თავმოყვარეობა“, აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

რუსთავში, ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი, მათ შორის ერთი 10 წლის გოგონა მოიწამლა

 ახლახანს გავრცელებული ინფორმაციით,  რუსთავში, ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი, მათ შორის ერთი 10 წლის გოგონა ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com