ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „მიხეილ კალანდია დაინახა, რომელსაც ხელში დანის მსგავსი საგანი ეჭირა და ხელი სისხლიანი ჰქონდა“-ხორავას ქუჩის ტრაგედიის ახალი დეტალები

„მიხეილ კალანდია დაინახა, რომელსაც ხელში დანის მსგავსი საგანი ეჭირა და ხელი სისხლიანი ჰქონდა“-ხორავას ქუჩის ტრაგედიის ახალი დეტალები

ხორავას ქუჩაზე მომდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთვიმხილველი გიორგი ჯანაშია ბრალდების მხარის მოწმეა. ის დღეს სასამართლოში თითქმის, 4 საათის განმავლობაში აძლევდა ჩვენებას.

მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა განმარტავს, მოწმის სტატუსით დაკითხულმა გიორგი ჯანაშიამ სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა. კერძოდ კი, მისივე შეფასებით, მოწმემ იცრუა, როცა განაცხადა, რომ მიხეილ კალანდიას ხელში დანის მაგვარი საგანი ეჭირა და ტანსაცმლის სახელო სისხლიანი ჰქონდა. თოდუას თქმითვე, აღნიშნულ დეტალებთან დაკავშირებით მოწმეს გამოძიების ეტაპზე არ უსაუბრია. ჯანაშიამ დაადასტურა, რომ შემთხვევის ადგილზე ფარდულთან, კერძოდ, დავით სარალიძესთან ახლოს მდგომი ბრალდებული მიხეილ კალანდია დაინახა, რომელსაც ხელში დანის მსგავსი საგანი ეჭირა და ხელი სისხლიანი ჰქონდა.

მსჯავრდებულის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის განცხადებით კი, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა იგივე ჩვენება მისცა და იგივე გარემოებებზე ისაუბრა, რასთან დაკავშირებითაც მას საკუთარ ჩვენებებში აქამდეც უსაუბრია

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

მანანა არჩვაძე ცოტნე გამსახურდიას მეუღლეს ქმრის ნახვის უფლებას არ აძლევს

მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დი­ამ, ჩვენ­თვის მე­ტად ბუნ­დო­ვა­ნი მო­ტი­ვა­ცი­ით, მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ცოტ­ნეს სრუ­ლი იზო­ლა­ცი­ის შე­სა­ხებ, რო­გორც მისი მე­უღ­ლის, ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com