ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / მიხეილ კალანდიას საქმეს ახალი მტკიცებულება დერთო-დააკავებენ თუ არა მას?

მიხეილ კალანდიას საქმეს ახალი მტკიცებულება დერთო-დააკავებენ თუ არა მას?

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ახალი  გარემოებები შეიქმნა, კერძოდ,  დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას საქმეს ახალი მტკიცებულება დაერთო. 

სასამართლო განხილვას თავად  ბრალდებული  მიხეილ კალანდიაც ესწრებოდა, სახელმწიფო ბრალდებამ მოზარდების მკვლელობის საქმეზე, მოსამართლე ეკა არეშიძის მიერ გამოტანილი განაჩენი წარადგინა და მისი მტკიცებულებად დართვა მოითხოვა. პროკურორის შუამდგომლობას დაცვის მხარეც დაეთანხმა, შესაბამისად, განაჩენი საქმეს მტკიცებულებად დაერთო.

ამავე საქმეზე ბრალდებული არიან მიხეილ კალანდიას მამა თენგიზ კალანდია და ძმა ლუკა კალანდია, რომელთა საქმის განხილვა სასამართლოში ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. ვინაიდან მიხეილ კალანდია ბრალის წარდგენისას არასრულწლოვანი იყო, მისი ბრალდების საქმე სასამართლოში ცალკე წარიმართა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. პრემიერი „დაუნინგ სთრითზე“ იზოლაციაში იმყოფება. მას ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com