ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / მიწისძვრა თურქეთში, ეგეოსის ზღვის სანაპიროზე, ბოდრუმისა და მარმარისის ტურისტულ ზონაში

მიწისძვრა თურქეთში, ეგეოსის ზღვის სანაპიროზე, ბოდრუმისა და მარმარისის ტურისტულ ზონაში

საბერძნეთის კუნძულ კოსზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 100-მდე მოქალაქე. „როიტერის“ ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 6,7 მაგნიტუდა შეადგინა. სტიქიამ ცუნამი და ნგრევა გამოიწვია. 

შემთხვევის ადგილებზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. წინასწარი ვარაუდით, მსხვერპლისა და დაშავებულების რაოდენობა გაიზრდება. 

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში, კუნძულიდან 16 კილომეტრში იყო. 

მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა თურქეთში ეგეოსის ზღვის სანაპიროზეც. ბოდრუმისა და მარმარისის ტურისტულ ზონას ზიანი მიადგა. 

6, 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისვრას თურქეთში მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა არიან დაშავებულები.

რაც შეეხებათ თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, მათი დაშავების შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

“რუსთავი2”-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს

    “რუსთავი2”-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს.  “საზოგადოებისათვის ცნობილია ბოლო დღეებში ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com