ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / მიშელმაც ვერ გვიშველა: ნიკა მელიას ციხიდან გამოშვებაში ვერ ჩავერევით“-არც ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის საფუძველი არსებობს “-ირაკლი ღარიბაშვილი

მიშელმაც ვერ გვიშველა: ნიკა მელიას ციხიდან გამოშვებაში ვერ ჩავერევით“-არც ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის საფუძველი არსებობს “-ირაკლი ღარიბაშვილი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ სარ მიშელთან შეხვედრი შემდეგ  ოპოზიის ლიდერის ნიკა მელიას ციხიდან გამოშვების შესახებ პრემიერ -მინისრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებას არ შეუძლია სასამართლო საკითხებში ჩაერიოს.

„ჩვენი პოზიცია მკაფიოდ დავაფიქსირე და ახლა მინდა საჯაროდ დავაფიქსირო. პირველი საკითხი შეეხებოდა ციხიდან ნიკა მელიას გამოშვებას, ვთქვი, რომ ჩვენ არ და ვერ ჩავერევით კანონის აღსრულებაში. გარდა ამისა, ნიკა მელიას ოჯახს და პარტიის წევრებს თუ სურვილი აქვთ, თუ მართლაა მათ ინტერესებში მელიას გამოყვანა, სანამ საქმეზე საბოლოო განაჩენი დადგება, აქვთ სრული შესაძლებლობა რომ ნებისმიერ დროს და დღეს გადაიხადონ მოთხოვნილი გირაო.

აც შეეხება ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პრემიერმა ოპოზიციის მოთხოვნას ცივი წყალი გასაასხა და ამაზეც უარი განაცხადა. ღაიბაშვილის განცხადებით ქვეყანაში არავითარი ლეგიტიმური საფუძველი ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის არ არსებობს. .

„მეორე საკითხი ეხებოდა ჩვენი მხრიდან სრულ მზაობას საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, ამაზე ჩვენ უკვე გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები, ეს მოიცავს კომპლექსურ საკითხებს, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ და დავხვეწოთ საარჩევნო რეფორმა. ეს ეხება ადგილობრივ არჩევნებს და მომდევნო საპარლამენტო არჩევნებს. მესამე საკითხი იყო ვადამდელი არჩევნები. ჩვენი პრინციპული პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით არის უცვლელი, ეს არის უცვლელი ხაზი, საკითხი, რომელიც არ განიხილება. არავითარი ლეგიტიმური საფუძველი ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის ქვეყანაში არ არსებობს“-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

მიმართვა ევროკავშირს- „მოგიწოდებთ ევროპის და შესაბამისად საქართველოს გადარჩენის მიზნით, აქტიურად ჩაერთოთ საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში“-ვაჟა კაკაბაძე

მიმართვა ევროკავშირს „ბიზანტიის იმპერიის დაშლამ, რადიკალურად შეამცირა დასავლეთ სახელმწიფოების გავლენა აღმოსავლეთ სახელმწიფოებზე, იგივე და, შესაძლოა, ...