ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / მირზა სუბელიანის მძიმე სტრესულ მდგომარეობაშია

მირზა სუბელიანის მძიმე სტრესულ მდგომარეობაშია

მირზა სუბელიანის მდგომარეობა არ არის სახარბიელო, მთლად ჯანსაღი შთაბეჭდილება არ დამრჩა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის ინტერესების დამცველმა, კახაბერ ხვისტანმა სუბელიანის გამოკითხვის შემდეგ განუცხადა.

ადვოკატმა გამოკითხვის დეტალების გაჟღერებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ პროკურაურა გადაწყვეტს, სუბელიანი განმეორებით როდის გამოკითხონ.

„სატელეფონო ინტერვიუებისგან თავს შევიკავებ. ხვალ ყველა ინფორმაციას მოგაწვდით. როდის გამოკითხავენ მას განმეორებით ამას მე ვერ გეტყვით, ეს პროკურატურის გადასაწყვეტია, მე ვალდებული ვარ მხოლოდ დაკითხვას დავესწრო”, – განაცხადა ხვისტანმა.

კითხვაზე, როგორია სუბელიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ადვოკატმა განაცხადა, არ არის მისი სახარბიელო.

„მთლად ჯანსაღი შთაბეჭდილება არ დამრჩა. როგორ იქნება, სამარტოო საკანში?!”- განაცხადა ხვისტანმა.

ცნობისთვის, სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის მირზა სუბელიანის გამოკითხვა გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით დასრულდა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ვივუსი“-ფინანსთა სამინისტრო უარს ამბობს ვადაგასული სესხების პატიება-გამოსყიდვაზე

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ‘VIVUS.GE” მთავრობის მიერ მოქალაქეთათვის სასესხო ვალდებულებების ჩამოწერასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „დაახლოებით ორი კვირის ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com