ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „მირზა სუბელიანის მიმართ მეთვალყურეობა ხორციელდება და დაცვით არის უზრუნველყოფილი, ის მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია“-ნინო ლომჯარია

„მირზა სუბელიანის მიმართ მეთვალყურეობა ხორციელდება და დაცვით არის უზრუნველყოფილი, ის მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია“-ნინო ლომჯარია

„ ვადასტურებ, რომ არის მძიმე ემოციურ მდგომარეობაში. შესაბამისად, როგორც გვითხრეს, ტარდება ყველაფერი, რომ მსგავსი შემთხვევა მომავალში თავიდან იყოს აცილებული, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ  გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

„მირზა სუბელიანის მიმართ მეთვალყურეობა ხორციელდება და არის დაცვა უზრუნველყოფილი.

 

მირზა სუბელიანს შეკითხვები ბოლო დღეებში გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებითაც დაუსვა, თუმცა მას ამაზე საუბარი არ სურს. “ბუნებრივია, როდესაც ბოლო ორი დღის განმავლობაში გავრცელდა რამოდენიმე ჩანაწერი მისი მონაწილეობით, ამას მოჰყვა მისი მხრიდან გუშინ საღამოს თვითმკვლელობის მცდელობა. ბუნებრივია, ჩემი აქ მოსვლის მიზეზი იყო, დამედგინა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რა ზომები გატარდა, რამდენად არის დაცული მისი სიცოცხლე და უსაფრთხოება. რა თქმა უნდა, შევთავაზე სახალხო დამცველის დახმარება, იქიდან გამომდინარე, რომ მისი პიროვნების გარშემო, ამ ჩანაწერებს, ძალიან დიდი პოპროგრამაში.ლიტიკური რეზონანსი მოჰყვა და შევთავაზე სახალხო დამცველის დახმარება – თუ რაიმე აქვს მას სათქმელი ჩვენთვის. ძირითადად ამაზე იყო საუბარი. დავუსვი მას კითხვები, თუმცა ჩანაწერებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება მას არ სურს. ძირითადად საუბრობს ხორავას ქუჩის საქმეზე და იმის შესახებ, რომ ძალიან განიცდის მომხდარს და თანაუგრძნობს ოჯახებს. რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩვენ გადავამოწმეთ და ის უკვე ჩართო ციხის ადმინისტრაციამ სუიციდის პრევენციის  პროგრამაში“-აცხადებს ნინო ლომჯარია.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ ნარკომომხმარებელი მიშველეთო ყვიროდა-გამოიძახეს სასწრაფო… სასწრაფოს არ აქვს ძლიერი დამამშვიდებელი…დედა ფსიქიატრიულში გადაყვანას სთხოვდა და აქაც, პრობლემაა“

ეკა სილაგაძე : „ვინც ამბობს, რომ ნარკოტიკის მოხმარება პიროვნების პირადი საქმეა და მისი სხეული მის ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com