ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / “მინდა ნათელი მოვფინო იმ ადამიანების სიცრუის ქარხანას, რომლებმაც წარმოშვეს ძალიან რთული და დიდი ბზარი ჩვენს ურთიერთობაში“-დავით ბაგრატიონ-მუხრანელი

“მინდა ნათელი მოვფინო იმ ადამიანების სიცრუის ქარხანას, რომლებმაც წარმოშვეს ძალიან რთული და დიდი ბზარი ჩვენს ურთიერთობაში“-დავით ბაგრატიონ-მუხრანელი

დავით ბაგრატიონ–მუხრანელი  განცხადებას ავრცელებს:

“მინდა სრული ნდობა გამოვუცხადო პოლიციას, გამოძიებას და ქართულ მართლმსაჯულებას, ნათელი მოვფინო იმ ადამიანების სიცრუის ქარხანას, რომელთაც მხოლოდ საკუთარი ეკონომიკური და პიარ ინტერესები ამოძრავებდათ ამ ამბავში და ბაგრატიონების დინასტიაზე, ბავშვებზე და საკუთარ თავებზეც კი არ უფიქრიათ. მათ წარმოშვეს ძალიან რთული და დიდი ბზარი ჩვენს ურთიერთობაში.

მინდა ვთხოვო მედიას, რომ წინასწარ გადაამოწმონ ყველა ის ინფორმაცია, რასაც ისინი ავრცელებენ. მომდევნო დღეებში ჩავწერ ინტერვიუს ჟურნალისტებთან, რომელთაც გამოთქვეს ჩემთან ინტერვიუს ჩაწერის სურვილი. ერთხელ და სამუდამოდ მივმართავ უგუნურ ადამიანებს და ვაცხადებ, რომ არ ვაპირებ სხვა ქვეყანაში ცხოვრებას“

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„სამეგრელოში დამატებითი საპოლიციო ძალები იქნება მობილიზებული -მკაცრად გაკონტროლდება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში“

„მობილიზებული იქნება დამატებითი საპოლიციო ძალები იმისთვის, რომ მკაცრად გაკონტროლდეს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედი ყველა ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com