ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „მილიონ ორასი ათასი დოლარი ჯემალ ინაიშვილის მეშვეობიოთ გადავუხადე დვალს და აქიმიძეს და პლუს ამას უსასყიდლოდ გადავუფორმე „ჯორჯია ონლაინის“ ათ პროცენტიანი წილი, რომელიც მე მეკუთვნოდა“

„მილიონ ორასი ათასი დოლარი ჯემალ ინაიშვილის მეშვეობიოთ გადავუხადე დვალს და აქიმიძეს და პლუს ამას უსასყიდლოდ გადავუფორმე „ჯორჯია ონლაინის“ ათ პროცენტიანი წილი, რომელიც მე მეკუთვნოდა“

 

 

პარტია “გამარჯვებული საქართველოს“ ლიდ ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებთან ჟურნალისტებთან  განაცხადა, რომ  „მილიონ ორასი ათასი დოლარი ჯემალ ინაიშვილის მეშვეობიოთ გადავუხადე დვალს და აქიმიძეს და პლუს ამას უსასყიდლოდ გადავუფორმე „ჯორჯია ონლაინის“ ათ პროცენტიანი წილი, რომელიც მე მეკუთვნოდა“.

ოქრუაშვილმა აღნიშნა, რომ ის ადამიანები, ვინც მას თანხა მისცეს, საჯარო მოხელეები არ ყოფილან.

„არაერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, მილიონ ორასი ათასი დოლარი ჯემალ ინაიშვილის მეშვეობიოთ გადავუხადე დვალს და აქიმიძეს და პლუს ამას უსასყიდლოდ გადავუფორმე „ჯორჯია ონლაინის“ ათ პროცენტიანი წილი, რომელიც მე მეკუთვნოდა.

შემიძლია არ გავამხილო რა თანხებით შევიძინე „რუსთავი 2“, შემიძლია არ გიპასუხოთ, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ამ საქმეზე ყველა სახის იურიდიული ხანდაზმულობა გასულია და დამთავრებულია, მაგრამ ეს თანხა იქნა მოზიდული ჩემს მიერ იმ ადამიანების მხრიდან, რომლებისგანაც ნებართვა არ მაქვს, რომ მათი სახელები დავასახელო.“

ოქრუაშვილის თქმით, 2003 წლის „ვარდების რევოლუცია“ და მის გარშემო ჩატარებული კამპანია, მისი დაფინანსებულია.

შეკითხვაზე, გამოიყენა თუ არა ოქრუაშვილმა ფულის მოსაძიებლად მაშინდელი თანამდებობა, ასე უპასუხა: „არა, მე მქონდა გარკვეული სახის კავშირები მაშინაც, მანამდეც და მის მერეც. 2003 წელს, კონსპირაციებისა და შეთქმულებების თეორიებს რომ აწყობდით და იძახით, რომ თითქოს სოროსმა დააფინანსა „ვარდების რევოლუცია“, ან  ბიძინა ივანიშვილმა, 2003 წლის მთელი კამპანია დაფინანსებული იყო ჩემ მიერ, მაშინაც მქონდა ამის ბერკეტი, ახლაც მაქვს და კიდევ მექნება დიდი ალბათობით“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

https://www.interpressnews.ge/ka/article/557239-irakli-okruashvilis-gancxadebit-rustavi-2-is-shesazenad-tanamdeboba-ar-gamouqenebia-tumca-piradi-kontaktebit-isargebla
გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება

“29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. ქვეყანაში ინფექციის, პანდემიის გავრცელება ექვემდებარება კონტროლს, რაც, ...