ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / მიკროავტობუსზე ტარიფი 20-30 თეთრით იზრდება

მიკროავტობუსზე ტარიფი 20-30 თეთრით იზრდება

მიკროავტობუსებზე ტარიფი იზრდება, ამის შესახებ „თბილისის მიკროავტობუსის“ გენერალური დირექტორი დავით ასანიძე აცხადებს:

“ფინანსური პრობლემების გამო 2018 წელს დაგეგმილი ამორტიზებული მიკროავტობუსების ჩანაცვლება ვერ შევძელით, შედეგად კი, ხარისხი გაუარესდა. პრაქტიკულად, დღეს ვართ იმ რეალობის წინაშე, რომ მძღოლების დიდი რაოდენობა მანქანებს ტოვებს და სხვაგან მიდის სამუშაოდ. ბოლო ერთი წლის განმავლობაში 500-მდე მძღოლმა დატოვა კომპანია. ჩვენი შემოსავალი მხოლოდ ტარიფია, სხვა შემოსავალი არ გვაქვს, თუ ბიზნესს შემოსავალი არ გაეზარდა, ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელია. მონდომებული ვართ, რომ ახალი მანქანები შევიძინოთ და მოსახლეობა ავტობუსების რეალურ კონკურენტად აღგვიქვამდეს. ჩვენს მიერ გადაყვანილი მგზავრობის რაოდენობა უტოლდება ავტობუსების მიერ გადაყვანილ რაოდენობას. ფასის ზრდის გარეშე ხარისხის გაუმჯობესება შეუძლებელია. თუ ეჭვს იწვევს რამდენი უნდა იყოს ტარიფი, მართლა გასაზრდელია თუ არა, შესაძლებელია გამოვიყვანოთ მაღალი ავტორიტეტის მქონე უცხოური კომპანია, რომელიც ამის დასკვნას დადებს. მერწმუნეთ, რა ტარიფიც დადგინდება, იმაზე იაფად მოვემსახურებით მგზავრებს. სამწუხაროდ, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავთ. რეალობა შეიძლება ის დადგეს რომ ერთ დღეს თბილისი მიკროავტობუსის გარეშე დარჩეს. გამოსავალი არის რომ ტარიფი გაიზარდოს 20-30 თეთრით“ – „თბილისის მიკროავტობუსის“ გენერალური დირექტორი დავით ასანიძე.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ოხრად დარჩენილა ყველა პარლამენტი და ყველა პარლამენტარი! -უპასუხისმგებლო მთავრობანი კი აქამდეც აქცევდნენ ქვეყანას და ბოლოს სულაც გააქრობენ“

„ჯერ ერთი ოხრად დარჩენილა ყველა პარლამენტი და ყველა პარლამენტარი! თუ პოლიტიკოსი ხარ, წარმოადგინეთ თქვნი პროგრამა, ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com