ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / მივმართავ რუსეთის ფედერაციას, გაიყვანეთ თქვენი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან! (ვიდეო)

მივმართავ რუსეთის ფედერაციას, გაიყვანეთ თქვენი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან! (ვიდეო)

დღეს ამ ტრიბუნიდან მინდა მივმართო ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს – საქართველოს თითოეული წარმატება თქვენი წარმატებაა, – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაერო-ს ტრიბუნიდან გააკეთა.

გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა საუკუნოვან საერთო ისტორიულ წარსულზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც მომავალს საფუძვლად უნდა დაედოს და ეს მშვიდობასა და კეთილდღეობას მოიტანს.

„საქართველოს ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, დაიცვას და უზრუნველყოს თავისი ყველა მოქალაქის უფლება და ჩვენ ამას შეუქცევადად და მიზანმიმართულად ვახორციელებთ. თქვენ უნდა ისარგებლოთ ყველა იმ სიკეთით, რაც საქართველომ შექმნა, იქნება ეს ადამიანის უფლებები, განათლება, ჯანდაცვა, ევროპასთან უვიზო მიმოსვლა თუ სხვა. მინდა მივმართო განსაკუთრებით ახალგაზრდებს: ჩვენ ერთად, ერთობლივი მონდომებით და შესაძლებლობებით მივაღწევთ წარმატებას და კეთილდღეობას. მინდა იცოდეთ, მხოლოდ თქვენთან ერთად წარმოგვიდგენია ჩვენი მომავალი. აქვე, მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო რუსეთს, ნუ უშლის ხელს და ნუ აფერხებს ჩვენს სამშვიდობო ინიციატივებს, მისცეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს ღირსეული ცხოვრების საშუალება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გაერო-ს 73-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ყველა მიღწევა ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის შედეგია.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, დინამიკური და ყოვლისმომცველი გახდა ნატო-საქართველოს ურთიერთობები.

„საქართველო ნატო-ს ასპირანტი ქვეყანაა, იგი გახლავთ ალიანსის „გაზრდილი შესაძლებლობების პარტნიორი“ და ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ავღანეთში ნატოს მისიაში, რითაც თავისი წვლილი შეაქვს მსოფლიოში უსაფრთხოების არქიტექტურაში“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა საერთაშორისო ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ის 21-ე საუკუნეში ყველასთვის საერთო მტერია.

„ამ მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველო იდგა და ყოველთვის იდგება საერთაშორისო საზოგადოების გვერდით. სამწუხაროდ, მრავალი რჩეული ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა ამ გლობალურ ბრძოლას. ყველა ვთანხმდებით, რომ ტერორიზმთან ბრძოლა მხოლოდ ერთიანი ძალისხმევითა და პასუხისმგებლობის გაზიარებით არის შესაძლებელი, ისევე როგორც მისი პრევენცია და მასზე ადეკვატური რეაგირება. მე მჯერა, რომ საერთაშორისო ძალისხმევით ჩვენ დავამარცხებთ ამ საერთო გამოწვევას“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს ტრიბუნიდან საქართველოში მედიის თავისუფლებაზეც ვრცლად ისაუბრა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 2018 წელს მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველომ პოზიციები კიდევ უფრო გაიუმჯობესა.

„ჩვენი პოლიტიკური ძალის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი გახლავთ მედიის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი. განსაკუთრებული მიღწევები გვაქვს ინტერნეტის თავისუფლების კუთხით. დემოკრატიის მშენებლობის პროცესში სამოქალაქო საზოგადოებას განმსაზღვრელი როლი აქვს, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების გარეშე, მით უფრო ახალგაზრდა დემოკრატიის პირობებში, ქვეყნის ჰარმონიულად განვითარება შეუძლებელია. ჩვენი სურვილია ქვეყანაში ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელი, ძლიერი და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

LIVE ⭕☑ პრემიერის გზავნილები გაეროში☑ „ტატუნაშვილის საქმე“-პროცესი მცხეთის სასამართლოში☑ საჯარო მოხელეების ხელფასები -IDFI-ის ახალი კვლევა📌 ეს და სხვა ამბები საინფორმაციო გამოშვებაში 13 საათზე ეთუნა ინწკირველთან ერთად 🗓 28 სექტემბერი, 2018 წელი

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on პარასკევი, 28 სექტემბერი, 2018

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„2008 წლის აგვისტოს ომის ცოცხალი გმირი-ირაკლი გოგოლაძე-სოციალური დახმარება „პლიტის“ ჩართვის გამო მოუხსნეს,ის ძიმე მდგომარეობაშია“…(ვიდეო)

„2008 წლის აგვისტოს ომის ცოცხალი გმირი „ სასწრაფოდ !!! გაავრცელეთ ამ სამარცხვინო ფაქტის შესახებ მთელმა ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com