ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „მივმართავ პროკურატურას, გამოიძიონ, ვინ ჰყავთ ის ვირთხა, ვინც ამ ინფორმაციას ჟურნალისტებს საღამოობით ურიგებს“-გია ხუხაშვილი

„მივმართავ პროკურატურას, გამოიძიონ, ვინ ჰყავთ ის ვირთხა, ვინც ამ ინფორმაციას ჟურნალისტებს საღამოობით ურიგებს“-გია ხუხაშვილი

 ექსპერტ გია ხუხაშვილისთვის გაუგებარია, საიდან გაჟონა ჟურნალისტებთან პროკურატურის მიერ ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებამდე ბანკის გარშემო მიმდინარე ძიების შესახებ ინფორმაციამ.

„ვისაც არ უნდა გაეკეთებინა ეს ყველაფერი, ან არ ესმის რას ეთამაშება, ან მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, შეგნებულად ანგრევს ფინანსური სისტემის სტაბილურობას ქვეყანაში მთლიანად, არათუ „თიბისი ბანკში“. რადგან „თიბისი ბანკი“ არ არის ჩვეულებრივი ბანკი, რადგან ის საკმაოდ დიდ სეგმენტზე მუშაობს საქართველოში და ნებისმიერი ასეთი პანიკური მოვლენები, რაც შეიძლება ამ ტიპის გაჟონვას მოჰყვეს, ძალიან რთული პროცესების კატალიზატორი შეიძლება გახდეს. გაჟონვის ფორმაც იყო აბსოლუტურად კატასტროფული. მოხდა ინფორმაციის გაჟონვა გარკვეული სააგენტოების მხრიდან და მეორე დღეს პროკურატურა სიტყვა სიტყვით იმეორებს იგივეს. ჩვენ არ გვაქვს იმ შემთხვევასთან საქმე, როცა ჟურნალისტი მოიპოვებს ექსკლუზიურ ინფორმაციას, იმიტომ, რომ ჟურნალისტს ფაქტობრივად გამოძიების მასალები ჰქონდა, ერთ-ორი თავისი წინადადება დაამატა.

როგორ ხდება და რატომ გადაიქცა გარკვეულ სისტემად, რომ გამოძიების მასალები აღმოჩნდება ჟურნალისტის ხელში და ისე, რომ არც ესმის რას აკეთებს, ხდება ასეთი პროცესებისთვის ბიძგის მიცემა, რაც შეიძლებოდა დღეს მძიმედ განვითარებულიყო.

წარმოიდგინეთ, გარკვეული საზოგადოებრივი სტაბილურობა რომ არ გვქონდეს, რა შეიძლებოდა მომხდარიყო „თიბისი ბანკში“, თუნდაც, ამ ერთი დღის განმავლობაში და რა პროცესებს დაედებოდა ამით სათავე. ეს ცალკე ძიების საგანი უნდა იყოს, ფაქტია, რომ ამ შემთხვევაში, ინფორმაციის სიზუსტიდან, წყარო იყო პროკურატურაში, ეს არის გამოსაძიებელი, ვინ გახდა წყარო, ვინ გადასცა პროკურატურიდან გამოძიების მასალები ჟურნალისტს. რანაირად ხდება ასეთი რაღაცები ამ ქვეყანაში, ძალიან მაინტერესებს“, – აცხადებს ხუხაშვილი.

მივმართავ პროკურატურას,   საიდან ხდება ეს ყველაფერი? რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, რას ვაშენებთ საბოლოო ჯამში? გამოფინონ ბარემ ყველაფერი, რითი არიან საერთოდ დაკავებული, სად არის სახელმწიფო უსაფრთხოება დაცული თუ ასე დაფრინავს ყველაფერი, – ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „თიბისი ბანკის“ თემასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ვასაძე რატომ არ იდგა საოკუპაციო ხაზზე, რატომ არ აპროტესტებდა მცოცავ ოკუპაციას..რატომ არ იცავდა რუსული აგრესიისგან შეწურულ ქართველ ახალგაზრდებს…

„ვასაძე რატომ არ იდგა საოკუპაციო ხაზზე. რატომ არ აპროტესტებდა მცოცავ ოკუპაციას... რატომ არ იცავდა რუსული ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com