ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „მივესალმებოდი ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობას“-კახა კალაძე

„მივესალმებოდი ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობას“-კახა კალაძე

 

„ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და სიცრუე. არ ვიცი საიდან მოიტანეს და მოიგონეს ეს აბსურდი და სისულელე, მე ასე დავარქმევდი. პირველი, რაც მინდა ვთქვა, ირაკლი არის ჩემი მეგობარი, წლების განმავლობაში ვმეგობრობთ. მეორე, რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, გუშინ საერთოდ არ ყოფილა საუბარი თუ ვინ იქნებოდა მინისტრობის კანდიდატები. საერთოდ, განხილულიც არ ყოფილა. ამიტომ მიკვირს, საიდან მოიტანეს ეს სისულელე. მესამე და ასევე მნიშვნელოვანი – მინისტრების კანდიდატებს, თუ ვინ იქნება მინისტრთა კაბინეტში ამაზე გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი მიიღებს. მე თუ მეკითხებით როგორც გენერალურ მდივანს, მივესალმებოდი ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობას, მგონია, რომ ის იქნება ძალიან ძლიერი შინაგან საქმეთა მინისტრი. დანაჩენი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გადასაწყვეტია“, – განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პირიქით, ის, როგორც პარტიის გენერალური მდივანი, ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნის მომხრეა. თუმცა, მისივე განმარტებით, ვინ იქნება მინისტრთა კაბინეტში, ამას პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი გადაწყვეტს.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

25 წლის მირანდა სხილაძე ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ბუნებრივი აირით დაიღუპა

  დიდი ტრაგედია ზესტაფონში, ბუნებრივი აირით დაღუპული ქალი, მირანდა სხილაძეა. ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ახალგაზრდა ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com