ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „მივესალმები შს სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, ვინაიდან თავდაპირველად შს სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა პირებმა დაიწყეს ამ საქმის გაფუჭება და დღეს უკვე რეალურ ნაბიჯებს“ -ზაზა სარალიძე

„მივესალმები შს სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, ვინაიდან თავდაპირველად შს სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა პირებმა დაიწყეს ამ საქმის გაფუჭება და დღეს უკვე რეალურ ნაბიჯებს“ -ზაზა სარალიძე

დაკავებულმა პირმა, რომელიც ჩემი შვილის ძმაკაცია, ცრუ ჩვენებები მისცა არა გამოძიებას, არამედ სასამართლოს. მხოლოდ და მხოლოდ ეს პიროვნება არ არის დასასჯელი. იმედია ეს პროცესები გაგრძელდება და ნებისმიერი პირი, ვინც ცრუ ჩვენება მისცა, გამოვლინდება. არა მხოლოდ არასრულწლოვანი მონაწილეები, არამედ ის პირები, ვინც ყველაფერი დაინახა და არაფერი თქვა, ასევე ის პირები, ვინც შეეცადა ამ საქმის გაყალბებას და ამ საქმის თეთრი ძაფებით შეკერვას. არაფერს გამოვრიცხავ, ეს შესაძლებელია ყოფილიყო დაშინება, მოსყიდვა ან თავისი მენტალობა, მაგრამ ფაქტია, ამ პირთან დაკავშირებით შს სამინისტროს ჩხრეკის ორდერი რომ ჰქონდა გაცემული, მივიდნენ წარმომადგენლები და მხოლოდ მისი მშობლების მიერ მოწოდებულ ტანსაცმელს დასჯერდნენ. არ შევიდნენ ობიექტზე და არ გამოიკვლიეს თავიდან ბოლომდე. ეს მიუთითებს, რომ საქმე ვიღაცის ინტერესებიდან გამომდინარე აურიეს“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ გუშინ დაკავებული მოწმე დ.ღ. იყო მისი შვილის მეგობარი და პირი, რომლის გამოც ინციდენტი დაიწყო. ზაზა სარალიძე დ.ღ.-ის საქციელს სამი სავარაუდო მიზეზით ხსნის. გარდაცვლილის მამა ეჭვობს, რომ ის ან დააშინეს, ან მოისყიდეს ან არასწორი ჩვენებები საკუთარი მენტალური შეხედულებიდან გამომდინარე მისცა. 

– ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხად

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვანი დ.ღ. დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. პრემიერი „დაუნინგ სთრითზე“ იზოლაციაში იმყოფება. მას ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com