ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ მთავრობის საგარეო ვალი 60%-იან დონეს აჭარბებს, დეფიციტი არის მაღალი 7,6%“

„ მთავრობის საგარეო ვალი 60%-იან დონეს აჭარბებს, დეფიციტი არის მაღალი 7,6%“

„ახალი 2021 წლის ბიუჯეტი შემოიტანა მთავრობამ., რაშიც პრინციპული ხასიათის ცვლილებები არის.

შეცვლილია ყველა ეკონომიკური პარამეტრი, მათ შორის მაკროეკონომიკური პარამეტრები, დეფიციტი არის 7,6%. მთავრობის ვალი აჭარბებს 60%-იან ზღვარს, ეს პირველად არის, აქედან გამომდინარე გვექნება სერიოზული განხილვა.

ვაპირებთ, რომ კომიტეტში სკულპუროზულად განვიხილოთ ყველა მუხლი. მოწვეული გვეყოლება თითოეული სამინისტროს წარმომადგენელი, ასევე ეროვნული ბანკი, სახელწიფო აუდიტი და მოვისმენთ მათ მოსაზრებებს. ვფიქრობთ, რომ არის გარკვეული გამოწვევები, რადგან მაკროეკონომიკური ფონი საკმაოდ დამძიმებულია ქვეყნის წინაშე. ბუნებრივია, ეს ბიუჯეტზეც აისახება, მაგრამ ბიუჯეტში ჩადებულია ყველა ის სოციალური დახმარება და პაკეტი, რაც ხელისუფლებამ გამოაცხადა, არსებული ციფრები რაც არის 18,4 მილიარდი ლარი, 2,5 მილიარდი ლარით მეტია, ვიდრე წელს იხარჯებოდა. გამოწვევები არის ეკონომიკაში,რადგან ეკონომიკური კრიზისია ქვეყანაში. მესამე კვარტალია, რაც საქართველო რეცესშია და ბუნებრივია, ეს ბიუჯეტის პროექტიც არსებულ რეალობას ასახავს.

ამ მსჯელობის დროს დეპუტატებს ჰქონდათ კითხვები ასიგნებების გაზრდასთან დაკავშირებით, გარკვეული მოთხოვნები არის, მაგრამ როგორც გითხარით, ციფრები არის კრიტიკული.

საგარეო ვალი 60%-იან დონეს აჭარბებს, დეფიციტი არის მაღალი 7,6%, რაც მაწუხებს. აქედან გამომდინარე, ეს ციფრები არის ისეთი, რომელიც ახლაც და მომავალშიც შემცირებისკენ უნდა წავიდეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, დაპირება, რაც სახელმწიფოს ჰქონდა გამოცხადებული, სოციალური პაკეტები ჩვენი თანამემამულეების, ბიზნესის მიმართ დახმარებები, ამ პროექტში არის ჩადებული“-განაცხადა არლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ 2021 წლის ბიუჯეტის განხილვის დროს,ართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზის დარულების შემდეგ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„არ სცდილობდა ვინმეს დახმარება მიეღო- სიღრმეში მიდიოდა“

სოფელ ნამოხვანთან, რიონში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ, – ამის შესახებ „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. „პუბლიკასთან” ...