ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / მზია ფაილოძე:„ნუ მისცემთ საშუალებას ნურავის, რომ ბაგა-ბაღების საკითხები იყოს პოლიტიკური სპეკულაციის საგანი!“

მზია ფაილოძე:„ნუ მისცემთ საშუალებას ნურავის, რომ ბაგა-ბაღების საკითხები იყოს პოლიტიკური სპეკულაციის საგანი!“

დღეს ბაგა-ბაგების ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს, თიქოსდა  ბაგა-ბაღების  დღევანდელი დაფინანსება ხელს უწყობს ტენდერში მონაწილე კონპანიებს უხარისხო საქონელი შეიტანონ  „საქართველოს სკოლამდელთა განვითარებისა და უფლებების დაცვის ლიგის“ ხელმძღვანელი მზია ფაილოძე ეხმაურება და ასეთ კომენტარს აკეთებს:

-მინდ როგორც კვალიფიციურმა და სრულიად აპოლიტიკურმა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა შევაფასო ის მდგომარეობა რაც დღეს ბაგა-ბაღების ირგვლივ ტრიალებს, რაც კონკრეტულად ეხება ბავშვთა კვების საკითხებს და ტენდერში მონაწილე კომპანიებს.

სამწუხაროდ, დღეს ოპოზიციური პარტიის სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ ჯერ არ გამართულ ტენდერებზე, რომ თითქოს გაკოტრებულია კომპანია რომელიც ამჟამად მოქმედებს. და, რომ 2019 წლის იანვრიდან 61000 აღსაზრდელი კვების გარეშე დარჩება, რაც სრულიად ჰგავს ხელოვნურად შექმნილ საპანიკო სიტუაციას მოგახსენებთ ,რომ 2019 წლის ტენდერში ექვსი კომპანია იღებს მონაწილეობას. არაზუსტი ინფორმაციების გამო,  ილახება როგორც ქალაქის მერიის, ასევე ბაგა-ბაღების სააგენტოს რეპუტაცია.

-ქალბატონო მზია, როგორ ფიქირობთ,   ხარისხიანი პროდუქცია შედის დღეს ბაგა-ბაღებში?

-იყო ძალიან ბევრი მცდელობა კომპანია“ნილის“ წინააღმდეგ.2018 წლიდან შეგნებულად მიდის შავი პიარის მეთოდით მუშაობა თითქოს და კომპანიას უვარგისი პროდუქცია შეაქვს ბაგა-ბაღებში. ჩვენმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გადაამოწმა, გამოითხოვა სრული ინფორმაციები კომპანიიდან საკვების ვარგისიანობასთან დაკავშირებით და ყველაფერი ნორმის ფარგლებში იყო.

– რამდენად რეალურად მიგაჩნიათ 3 ლარად და 24 თეთრად  ბავშვების გამოკვება?

ეს ყველაფერი დოკუმენტალურად გააჩნია ჩვენს არასამთავრობო ორგანიზაციას. ვიძლევით რეკომენდაციას ,როგორც კვალიფიციური არასამთავრობო ორგანიზაცია, რომ 3 ლარად და 24 თეთრად ნამდვილად ვერ გამოკვებავს მომავალში ვერც ერთი მოგებული კომპანია აღსაზრდელებს.

აუცილებელია ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იყოს ,ის რისკ ფაქროტორები, რაც ხდება საკვების ფასის მატებასთან დაკავშირებით ბაზარზე,რათა არ დაზარალდეს პირველ რიგში ჩვენი მომავალი თაობა,ხოლო მეორე რიგში ქალაქ თბილისის მერიის და ბაგა-ბაღების სააგენტოს რეპუტაცია.

აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ ბიზნესსაც ჰქონდეს ხელშეწყობა და გამარჯვებული კომპანია არ იქნას გაკოტრებული. ნუ მისცემთ საშუალებას ნურავის, რომ ბაგა-ბაღების საკითხები იყოს პოლიტიკური სპეკულაციის საგანი !

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ ის დეპუტატები, ვინც გირგვლიანის ოჯახის ამოწყვეტაში იყვნენ, ამ ხალხთან ერთად გაჭრა ტორტი შავგულიძემ და დალია შამპანური…“-დარეჯან მეფარიშვილი

 ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი   ყოფილ მეოცნებე შალვა შავგულიძეზე სოციაურ ქსელში წერს: „პოლიტიკაში მყოფმა იურისტმა, ადვოკატმა შალვა ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com