ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „მზად ვარ დღესვე წავიდე ციხეში“-არც ყადაღის მეშინია“- მამუკა ხაზარაძე

„მზად ვარ დღესვე წავიდე ციხეში“-არც ყადაღის მეშინია“- მამუკა ხაზარაძე

„მზად ვარ დღესვე წავიდე ციხეში“-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ- რომ „მას და ბადრი ჯაფარიძეს არც ყადაღის ეშინიათ და არც სხვა რამის“.

 

„ჩემი და ბადრის ცხოვრებისა და ბიზნეს მოღვაწეობის განმავლობაში არასდროს არ დაგვირღვევია კანონი, არ მოგვიტყუებია ბიუჯეტი, არ მოგვიტყუებია ადგილობრივი თუ საერთაშორისო პარტნიორები.

შემიძლია ღმერთის და ხალხის წინაშე განვაცხადო, რომ როგორც ამ საქმეში, ასევე მთელი ჩვენი მოღვაწეობის განმავლობაში პირნათელი ვართ.

ამას იმიტომ ვამბობ, რომ მზად ვარ დღესვე წავიდე ციხეში. ვინმეს არ ეგონოს, რომ ჩვენ რამის გვეშინია, ან ყადაღის დადების ან ნებისმიერი ქმედების. მე მინდა მივმართო „ქართული ოცნების“ იმ ახალგაზრდა წევრებს, რომლებმაც განათლება უცხოეთში მიიღეს, დახარჯეს ოთხი ან მეტი წელი დემოკრატიისა და მართლმსაჯულების სწავლაში და ჰქონდათ სურვილი, რომ თავიანთ ქვეყანაში მსგავსი სიტუაცია შეექმნათ.

ჩვენ მაშინ ამ ხალხს მხარი დავუჭირეთ იმიტომ, რომ გვეგონა, ეს ამ პარტიის ის ნაწილია, რომელიც ამ ქვეყანას უკეთესობისკენ წაიყვანდა. მე მინდა მათ ვკითხო, ეს არის ის განათლება? ასეთი სახელმწიფო ნახეთ თქვენ იმ ქვეყნებში და ამ ცოდნით დაბრუნდით გაჩუმებულები რომ ხართ? ასეთი მართლმსაჯულება მოგწონთ, რაც დღეს ხდება?“- განაცხადა მამუკა ხაზარაძე.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„როგორ და რატომ წაართვა ხაზარაძემ ელიტ- ელექტრონიქსი ქოქოლაძეს“?

უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში წერს: „ვუსმინე მამუკა ხაზარაძეს მთავარ არხზე და ერთ დასკვნამდე მივედი. ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com