ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „მზად ვარ, დავიკითხო სიცრუის დეტექტორზე, რომ არც 2 მილიონი ამიღია, არც 1 მილიონი და საერთოდ, არც 1 ლარი“-ირმა ინაშვილი

„მზად ვარ, დავიკითხო სიცრუის დეტექტორზე, რომ არც 2 მილიონი ამიღია, არც 1 მილიონი და საერთოდ, არც 1 ლარი“-ირმა ინაშვილი

პატრიოტა ალიანსის“ გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი გავრცლებულ ინფორმაციას 8 მილიონი რუსული ფულის გადმორიცხვის შესახებ ამაზრზენ ცილისწამებას უწოდებს.

„ჩვენ ვიხილეთ მორიგი ცილისწამება და ტყუილი, რაც არაა გასაკვირი ნოდარ მელაძისგან. მზად ვარ, დავიკითხო სიცრუის დეტექტორზე, რომ არც 2 მილიონი ამიღია, არც 1 მილიონი და საერთოდ, არც 1 ლარი. ეს არჩევნები მაინც უთანასწორო ომში გავატარე… უბრალოდ, წარმოუდგენელი, ამაზრზენი ცილისწამებაა, რაც ახალი არაა ჩემთვის. ახლა მეორე: იგივე ტვ პირველი ამბობდა, რომ რუსებმა 8 მილიონი მოგვცეს არჩევნებზე. არადა, არჩევნებზე 600 000-იც არ დაგვიხარჯავს და ეს უკვე დადასტურებული ფაქტია, რომ 500 000-ზე ცოტა მეტი დავხარჯეთ. თანაც, ნახევარი სახელმწიფო დაფინანსებაა.

რაც შეეხება ციხის კადრებთან დაკავშირებირმა ინაშვილი ნაციონალებს მიმარავს:

არავის დაავიწყდება, ადამიანის მწამებლები, გამაუპატიურებლები და მკვლელები ხარ“მესამე- ვანო ჩხარტიშვილს ციხის კადრებთან არავითარი შეხება არ ჰქონია. მოკლედ, ყველაფერი მორიგი ტყუილია, მაგრამ რადგან ასე გსურთ, საზოგადოებას კვლავ გავახსენებთ, როგორ აწამებდით ხალხს. ხომ ეს გინდოდათ, თქვე სადისტებო.რაც უნდა ილაპარაკოთ ტყუილ 2 მილიონზე და არარსებულ 8 მილიონზე, იმდენად ჩლუნგები ხართ, რომ ვერ ხვდებით: ვერავის დაავიწყებთ და არავის დაავიწყდება, რომ ხართ ადამიანის მწამებლები, გამაუპატიურებლები და მკვლელები.გავიმარჯვებთ ჩვენ და ისე დაგსჯით, რომ დაგაწყევლინებთ დაბადების დღეს. ეს მელაძესაც ეხება.“

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

თსუ: ორი არჩევანი, ერთი გადაწვეტილება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეშვიდე მოწვევის სტუდენტურ თვითმმართველობას, რომელმაც საკუთარი უფლებამოსილება უკვე, თავისი ნებით, ხელოვნურად,  ორჯერ ...