ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / “მე წერილებს არ ვწერ, სათქმელს პირდაპირ ვეუბნები”-გიორგი გახარია მამუკა ხაზარაძის ბრალდებას პასუხობს

“მე წერილებს არ ვწერ, სათქმელს პირდაპირ ვეუბნები”-გიორგი გახარია მამუკა ხაზარაძის ბრალდებას პასუხობს

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა.

“ყველას მოუწევს პასუხი აგოს, როგორც თავის ვალდებულებებზე, ასევე სიტყვებზე”- აღნიშნა გახარიამ

„ეს იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვების. მე წერილებს არ ვწერ, სათქმელს პირდაპირ ვეუბნები, პირში ყველას, მათ შორის იმ ხალხს, ვისთანაც საქმიანი ურთიერთობა მაქვს. პრივილეგირებულობა ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ბიზნესში. “- განაცხადა გიორგი გახარიამ.

“თიბისი ბანკის” დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით,შინაგან საქმეთა მინისტრისგან მან მუქარის წერილი მიიღო.

მირანდა ფუტკარაია

 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ეთერშია ”კური”-გვამცნობს ქიბარსალიზებული ხმა“

  „ფრიად სანდო წყაროები ირწმუნებიან, რომ საბოლოოდ გადაწყვეტილა ”კურიერის” წამყვანთა ვინაობა. მას ქიბარ ხალვაში და ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com