ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „მე შევთხოვ უფალს, რომ უფალმა ყველა დაგვაჯილდოვოს გულის სიწმინდით”, – განაცხადა პატრიარქმა ქადაგებისას

„მე შევთხოვ უფალს, რომ უფალმა ყველა დაგვაჯილდოვოს გულის სიწმინდით”, – განაცხადა პატრიარქმა ქადაგებისას

ილია მეორემ ცხოვრების სირთულეზე და ამ კონტექსტში სიმართლესა და სიყალბეზე იქადაგა.

„ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა სიმართლე და სიყალბე ექიშპებიან ერთმანეთს. ადამიანს უჭირს გაიგოს სად არის სიმართლე და სად არის სიყალბე. მაგრამ, ადამიანმა უნდა გაიგოს წმინდა პავლე მოციქული ამბობს, შეიყვარე სიმართლე და მოიძულე ურჯულოება. აი, ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ.

სიმართლე ღვთისაგან მოდის. ღმერთი აძლევს გაგებას სიმართლისა. ურჯულოება ბოროტისაგან არის და ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზე, ჩვენ რას მივიღებთ სიმართლეს თუ ურჯულოებას.

ღმერთმა ინებოს, რომ განიწმინდოს ჩვენი გონება, გული.

წმინდა მეფე დავით წინასწარმეტყველი ხშირად ამბობს გულის შესახებ. გულის სიწმინდე და სიწრფელე ყველაფერში უნდა ჰქონდეს ადამიანს. არ უნდა იყოს, რომ ერთი თქვას, მეორეს ფიქრობდეს და მესამეს აკეთებდეს

მე შევთხოვ უფალს, რომ უფალმა ყველა დაგვაჯილდოვოს გულის სიწმინდით”, – განაცხადა პატრიარქმა ქადაგებისას.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ ნარკომომხმარებელი მიშველეთო ყვიროდა-გამოიძახეს სასწრაფო… სასწრაფოს არ აქვს ძლიერი დამამშვიდებელი…დედა ფსიქიატრიულში გადაყვანას სთხოვდა და აქაც, პრობლემაა“

ეკა სილაგაძე : „ვინც ამბობს, რომ ნარკოტიკის მოხმარება პიროვნების პირადი საქმეა და მისი სხეული მის ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com