ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / მე შევდივარ-„ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში- ნუ რცხვენიათ იმის ხმამაღლა თქმა და ამოღერღვა“-ალეკო ელისაშვილი

მე შევდივარ-„ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში- ნუ რცხვენიათ იმის ხმამაღლა თქმა და ამოღერღვა“-ალეკო ელისაშვილი

„სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი პარლამენტში შედის, ამის საფუძველს მისი ბოლოდროინდელი განცხადებები იძლევა:

„სულ უფრო მცირდება შანსი მოლაპარაკების და ის კარი სულ უფრო იხურება, სამწუხაროდ. როგორც ერთი მხრიდან, ასევე მეორე მხრიდან.

 დაფინანსების შეწყვეტაზე, პარტიების გაუქმებაზე შანტაჟის ენით ლაპარაკობს “ქართული ოცნება” და კობახიძე. მეორე მხრივ, ოპოზიცია თან იძახის მოლაპარაკებები მინდა და თან სიებს აუქმებს და მანდატებს ხევს, რაც არის უბრალოდ შეურაცხმყოფელი, ხალხისაც და ელჩებისაც, რომლებსაც ამაში უზარმაზარი შრომა აქვთ ჩადებული. ასე რომ, სულ უფრო ცოტა შესაძლებლობა რჩება, რომ შევთანხმდეთ”, — განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეთანხმება გასაფორმებელია, იქიდან ყველაზე მნიშვნელოვანი – საარჩევნო სისტემის ფუნდამენტური ცვლილება არის წამოსაღები და, შემდეგ, ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში. ნუ რცხვენიათ იმის ხმამაღლა თქმა და ამოღერღვა, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს. ჩვენც ამას ვამბობთ ზუსტად. ძალიან კარგი იყო იმ ოპტიმიზმის მოსმენა მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით.

ვენც გვინდა, რომ დროზე შედგეს ეს რაუნდი და იყოს შედეგიანი. „ქართული ოცნება“ როგორც ელაპარაკება ოპოზიციას დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით, ეს არის შანტაჟი და ეს ითქვა გუშინ ელჩის მიერ, რომ შანტაჟით არავინ არ უნდა ილაპარაკოს – არც „ქართულმა ოცნებამ“, არც ოპოზიციამ“.

უნდა შევთანხმდეთ ოცნებასთან, გამოვგლიჯოთ ხელიდან ის, რისი მოთხოვნითაც მივედით, უნდა გვეყოს გამბედაობა და შევიდეთ იმ პარლამენტში. 60 ოპოზიციონერი ვიქნებით, მეხუმრებით? აქედან 90 მუთაქა ქართული ოცნების და იქედან 60 დაგეშილი ოპოზიციონერი. და მერე მივიდეთ თვითმმართველობის არჩევნებზე იქნება თუ რიგგარეშე არჩევნები და ახალი წესებით დავამარცხოთ“თუ არ დანიშნეს არჩევნები და ერთპარტიულმა პარლამენტმა გააგრძელა მუშაობა მერე რას ვშვებით? გვითხარით გეგმა, გვითხარით სტრატეგია, გამოგყვებით, გვითხარით რაში გამოგყვეთ. გვითხრეს, რომ გაზაფხულზე მღელვარება იქნება და რაღაც იქნება. არაფერი გეგმა არ არსებობს. არანაირი გეგმა არ აქვთ —განაცხადა პარტია მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა TV პირველის ეთერში.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„43%-იანი ზღვარი ჩემთვის პერსონალურად ეს არის შიშის გამოხატულება- მმართველ ძალას უჭირს ქვეყანაში მიმდინარე გამოწვევებზე პასუხის გაცემა“-გიორგი გახარია

გიორგი გახარია აცხადებს, რომ 19 აპრილის შეთანხმებიდან „ოცნების“ გასვლა ხელისუფლების დაკარგვის შიშს უკავშირდება; -„ეს შიშისგან ...