ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ,,მე პატივს ვცემ ზაზა სარალიძის შვილისა და ჩემი გარდაცვლილი ძმის ხსოვნას” – კახა კალაძე

,,მე პატივს ვცემ ზაზა სარალიძის შვილისა და ჩემი გარდაცვლილი ძმის ხსოვნას” – კახა კალაძე

,,მე პატივს ვცემ ზაზა სარალიძის შვილისა და ჩემი გარდაცვლილ ძმის ხსოვნას” – კახა კალაძე

თბილისის მერს „ქრონიკაში“ ზაზა სარალიძის განცხადებაზე კომენტარის გაკეთება სთხოვეს, რაზეც კახა კალაძემ უარი თქვა ერთი ფრაზით შემოიფარგლა.

დღეს კახა კალაძემ პარტია “ქართული ოცნების” განცხადებაში ხორავას საქმის შესახებაც ილაპარაკა. მისი თქმით, ეს ტრაგედია ნაციონალური მოძრაობის მიერ დეტალურად დაგეგმილი და ორკესტრირებული პროტესტის ტალღად გადაიქცა. ამ განცხადებამ მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამის პროტესტი გამოიწვია.

„კალაძეს არ რცხვენია? ოთხი შვილის მამა ყოფილა მით უმეტეს? თუ თავისნაირი ნაგავი უნდა გაზარდოს ის შვილები? მარა კალაძეს რა უნდა ველაპარაკო, საკუთარი ძმა მოაკვლევინა“, – უთხრა სარალიძემ ჟურნალისტებს.

ზაზა სარალიძე ოცნების ოფისთან მივიდა და სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას ითხოვდა. მმართველი პარტიის ოფისთან აქცია მიმდინარეობდა, სადაც ნაციონალური მოძრაობის და გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერები იმყოფებოდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

კახა კალაძის უმცროსი ძმა, სტუდენტი ლევან კალაძე 2001 წლის მაისში უცნობმა პირებმა გაიტაცეს. არსებული ინფორმაციით, მოგვიანებით გამტაცებლებმა ოჯახს გამოსასყიდ თანხაზეც უარი უთხრეს. საქმეზე ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის სტა­ტუ­სით და­ა­კა­ვეს მე­რაბ ამი­სუ­ლაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც გა­მო­ძი­ე­ბას­თან ითა­ნამ­შრომ­ლა და და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა, რის გა­მოც, მას­თან საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა გა­ფორმ­და. ამი­სუ­ლაშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან ექ­სტრა­დი­რე­ბულ იქნა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის კი­დევ სამი წევ­რი: შვე­ი­ცა­რი­ი­დან – და­ვით ასა­თი­ა­ნი, სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გი­დან – ლე­ვან ცინ­ცა­ძე, საფ­რან­გე­თი­დან კი – თე­მურ გაგ­ნი­ძე. სა­სა­მარ­თლომ მათი ბრა­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად ცნო და და­ვით ასა­თი­ან­სა და ლე­ვან ცინ­ცა­ძეს – 25-25 წლით, ხოლო თე­მურ გაგ­ნი­ძეს 15 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

2006 წლის იან­ვარ­ში ვა­ზი­სუბ­ნის ხევ­ში ნა­პოვ­ნი გვა­მი (ად­გი­ლი ამი­სუ­ლაშ­ვილ­მა მი­უ­თი­თა) სა­მარ­თალდამ­ცველ­თა მტკი­ცე­ბით, ლე­ვან კა­ლა­ძის იყო, რაც ამე­რი­კის გა­მო­ძი­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­როს მიერ ჩა­ტა­რე­ბულ­მა დნმ-ის ტეს­ტის პა­სუხ­მაც და­ა­დას­ტუ­რა. ლევან კალ.აძის გატაცებიდან 5 წლის შემდეგ ოჯახს მისი ცხედარი არა სრულად, არამედ მხოლოდ ფრაგმენტები – რამდენიმე ძვალი გადასცეს.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„2008 წლის აგვისტოს ომის ცოცხალი გმირი-ირაკლი გოგოლაძე-სოციალური დახმარება „პლიტის“ ჩართვის გამო მოუხსნეს,ის ძიმე მდგომარეობაშია“…(ვიდეო)

„2008 წლის აგვისტოს ომის ცოცხალი გმირი „ სასწრაფოდ !!! გაავრცელეთ ამ სამარცხვინო ფაქტის შესახებ მთელმა ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com