ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „მე თვენახევარი ვიყავი ოსი მოსახლეობისგან შემოსული გზავნილების ხარჯზე- რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო “(ვიდეო)

„მე თვენახევარი ვიყავი ოსი მოსახლეობისგან შემოსული გზავნილების ხარჯზე- რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო “(ვიდეო)

„იქაც ვთქვი, საბოლოო სიტყვაში, შეიძლება, გავრცელდეს კიდევაც და თვითონ იქ, ოსურ გაზეთებშიც, რუსულენოვანი რომელიც შეიძლება იყოს იქ, თითქოს მე სასამართლოზე მოვინანიე ჩემი დანაშაული, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ მე იქ ერთადერთი, დუმილის უფლებას ვიყენებდი სასამართლო მსვლელობაზე. რა თქმა უნდა, რაც იყო დაკითხვის დროს ნათქვამი, იმაზე არც დამატება, არც გამოკლება არაფრის არ შემეძლო. უბრალოდ, საბოლოო სიტყვაში არ შემეძლო არ გამომეხატა ოსი მოსახლეობისადმი ჩემი მადლიერება. მე თვენახევარი ვიყავი ამ ოსი მოსახლეობისგან შემოსული გზავნილების ხარჯზე. შეიძლება, თავიდანვე არასწორი გზა ავირჩიე, რომ მხოლოდ პურს ვიღებდი და კვერცხს, სხვა იქაური, ციხის საჭმელი მე არ მიჭამია. იყო ადგილობრივი მოსახლეობის ამ გზავნილებით, რომელიც ჩემს სახელზე იყო, და მათ მინდა, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ჩემ გამო შეწუხდნენ და დიდი ბოდიში მინდა მოვუხადო, რომ ისინი ჩემ გამო შეაწუხეს. ზუსტად იმავე სიტყვებით ვთქვი მე იქ და შეიძლება, თავიანთი ინტერპრეტაცია მისცეს. მე ბოდიში მოვუხადე მათ იმის გამო, რომ შეაწუხეს ჩემ გამო, და არა იმის გამო, რომ მე ისინი შევაწუხე“, – განაცხადა საოკუპაციო რეჟიმის პატიმრობიდან გათავისუფლებულმა ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

მანანა არჩვაძე ცოტნე გამსახურდიას მეუღლეს ქმრის ნახვის უფლებას არ აძლევს

მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დი­ამ, ჩვენ­თვის მე­ტად ბუნ­დო­ვა­ნი მო­ტი­ვა­ცი­ით, მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ცოტ­ნეს სრუ­ლი იზო­ლა­ცი­ის შე­სა­ხებ, რო­გორც მისი მე­უღ­ლის, ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com